უკრაინაში დაღუპული დავით მენაბდიშვილი რუსთავში სამხედრო პატივით დაკრძალეს

April 16, 15:48
0
292

უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირი, დავით მენაბდიშვილი რუსთავში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. მათ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.

49 წლის ქართველი გმირი რუსულ აგრესიას ქალაქ იზიუმში ემსხვერპლა. ის ყველა ომის ვეტერანია და უკრაინაში წასვლამდე შავნაბადას ბატალიონში მსახურობდა.

მენაბდიშვილთან ერთად დაიღუპა 21 წლის ნიკა შანავა. მას სამხედრო პატივით ხვალ დაკრძალავენ.

უკრაინაში რუსულ აგრესიას უკვე 7 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს და დაკრძალეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება რუსების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქიდან ოკუპანტების მიერ მოკლული კიდევ ერთი ქართველი გმირის, ბახვა ჩიქობავას ცხედრის სამშობლოში ჩამოსვენება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დღეს უკრაინაში, რუბეჟნოეს ოლქში დაიღუპა კიდევ ერთი, მეშვიდე ქართველი ჯარისკაცი, 1 კი დაიჭრა.

Cesko