ვიტოვებთ უფლებას, გადავდგათ საჭირო ნაბიჯები რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად – ზახაროვა

0
261
19 Views

ზოგიერთი დასავლური ქვეყნის არაადეკვატური რეაქცია ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების გადაწყვეტილებაზე დამაბნეველია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„მოსკოვი იტოვებს უფლებას, გადადგას საჭირო დამატებითი ნაბიჯები ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დასავლეთის ტოტალური ჰიბრიდული ომის ფონზე.

გულუბრყვილო იქნება იმის მოლოდინი, რომ ჩვენ არ მივიღებთ რაიმე სამხედრო და ტექნიკურ კონტრზომებს მას შემდეგ, რაც დასავლეთმა დაიწყო ტოტალური ჰიბრიდული ომი რუსეთის წინააღმდეგ და აშშ-მა და ნატომ გამოაცხადეს გეგმები ჩვენთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენების შესახებ. ვიტოვებთ უფლებას, გადავდგათ საჭირო დამატებითი ნაბიჯები რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ზახაროვამ.

Cesko