ჩხრეკა „ნაცმოძრაობის“ წევრის, კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში – რის საფუძველზე მივიდნენ სამართალდამცველები ადგილზე

0
710
27 Views

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, გასული ღამის განმავლობაში, საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა.

სამართალდამცველები ადგილზე სატელეფონო ზარის საფუძველზე მივიდნენ. ზარი 112-ში “პოსტივის” ჟურნალისტისგან შევიდა, რომლის ინფორმაციითაც, ბინაში ჩიქოვანი სამოქალაქო აქტივისტ თათია სამხარაძესთან ერთად იმყოფებოდა და სავარაუდო, დანაშაული ხდებოდა.

დიმიტრი ჩიქოვანი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 143-ე მუხლებით, რაც ძალადობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

საგამოძიებო მოქმედებების დროს, ადგილზე მივიდნენ ადვოკატები და „ნაციონალური მოძრაობის” წევრი პეტრე ცისკარიშვილი. ისინი ფაქტს პროვოკაციას უწოდებენ.

Cesko