ზელენსკის განცხადებით, უკრაინას არ შეუძლია კონტრშეტევის დაწყება, რადგან საკმარისი იარაღი არ აქვს

0
361
23 Views

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯერ ვერ განახორციელებენ კონტრშეტევას, რომელიც გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, რადგან ახლა საკმარისი იარაღი არ აქვთ.

ზელენსკიმ განმარტა, რომ საჭიროა დამატებითი მხარდაჭერა იარაღით, საბრძოლო მასალებით და საბრძოლო თვითმფრინავებით.

„ამიტომ, სამხედროები ელოდებიან მათ მიღებას ჩვენი პარტნიორებისგან“, – აცხადებს ზელენსკი.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსული არმია ყოველდღიურად სამჯერ მეტ ჭურვებს ისვრის, ვიდრე უკრაინელი სამხედროები.

Cesko