“ივანიშვილს ყველაზე მეტად ამის ეშინია” – ხაბეიშვილი

0
638
26 Views

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი:

“✅ რუსულ ოცნებას, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ხალხის, აქციების, პროტესტის …

🔺ივანიშვილი და რუსული ოცნება ცდილობს საზოგადოება დაყოს, დააპირისპიროს …

🔺 ახლა ყველა, რუსული, მოღალატეობრივი პარტიის წინააღმდეგ უნდა ხარჯავდეს დროსა და ენერგიას.

✅ ყველა, ვინც ცდილობს თემის გადაფარვას – გადატანას, “ოცნების” ნაცვლად პრობლემების ძებნას სხვაგან, არის ივანიშვილის ინტერესების გამტარებელი.

🔺 ჩვენს ხალხს, აინტერესებს ჩვენი სახელმწიფოს ბედი, ხალხს აინტერესებს საკუთარი შვილების მომავალი, ახალგაზრდებს აინტერესებს ნორმალურ, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება და ჩვენ, საჯარო პოლიტიკაში მყოფები, ვალდებულნი ვართ ვემსახუროთ ხალხს, მათ ინტერესებს.

✅ რუსული პროპაგანდა, რუსული ოცნების მოკლევადიანი ინტერესია, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქცია 9 აპრილს 17:00 საათზე, როგორმე დააზიანოს, გააშავოს …

🔺ცდილობს, როგორმე დაქსაქსოს, გაათითოკაცოს და დააპირისპიროს საზოგადოება. ჩვენ, უნდა გავაკეთოთ საპირისპირო❗️

✅ პირადი წყენები, დამოკიდებულებები, ამბიციები უნდა გადავდოთ და მოვემსახუროთ მთავარ მიზანს – ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ევროპულ მომავალსა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას.

✅ ახლა, ყველამ უნდა ვეცადოთ გავზარდოთ წნეხი ივანიშვილსა და მის რუსულ ხელისუფლებაზე. ვისაც, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ყველა ასეთ პროცესს.

🔺არცერთ წამს არ დავკარგავ უაზრო პოლემიკაში, კამათში, ივანიშვილის ბინძურ თამაშებში.

✅ ვხვდები ხალხს, ვესაუბრები, ვისმენ, ვუზიარებ და ვრწმუნდები, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი მომავლისთვის – ❤️🇬🇪🇪🇺

#თავისუფლებამიშას #თავისუფლებანიკას #ერთიანინაციონალურიმოძრაობა”

Cesko