26 Views
„რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან“, – ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.
„ვესაუბრე ყველაზე მაღალი რანგის ბევრ ჩინოვნიკს, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ – საჰაერო მიმოსვლა და ვიზების გაუქმება რუსეთში. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე ვართ“, – აღნიშნა კალაშნიკოვმა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ეხებოდა.
კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ ზუსტად არ იცის როდის და რა თანმიმდევრობით იქნება ეს გადაწყვეტილებები მიღებული.