,,ფხუკ, მელიამ კიევში ვიზიტი დაგვიმალა… უკიდურესად დიდი შეცდომა დაუშვით” – ინგა გრიგოლია

April 16, 10:57
0
814

ნაციონალური მოძრაობის დელეგაცია ისე ჩავიდა უკრაინაში, ტელეკომპანია ,,პირველს” ამის შესახებ ინფორმაცია დაუმალა. ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
,,ფხუკ, ნაციონალების ლიდერმა მელიამ რომ ტვ ,,პირველს” კიევში ვიზიტის ამბავი დაუმალა, ეგ უფრო სასაცილოა თუ ამუნიას ძლივსშემდგარი ვიზიტი უკრაინაში, ჯერ ვერ ვყალიბდები. აი, ოპოზიციის ლიდერი რომ კრიტიკულ მედიას უკრაინის ომის დროს, უკრაინაში ვიზიტს დაუმალავს და მერე რომ მოგდგება ვინმე ქოცი და თქვე ნაციონალებოო, დაგაბრალებს, მაგაზე მეცინება…
ახლა მომისმინეთ, რა. ტვ ,,პირველი” იმით მიყვარს, არავისი რომ არაა, არც ერთი პოლიტიკური ძალის და ფიგურის. არავისთან რომ არ გვაქვს არანაირი ვალდებულება…
ჰოდა, ხელისუფლებას რომ მწვავედ ვაკრიტიკებთ, თუ ვინმე ფიქრობს, ოპოზიციას მოვერიდებით, არ ვიტყვით, რაც სათქმელია, ძალიან ცდება… თუ ოპოზიციიდან ვინმე ფიქრობს, რომ მათია ტვ ,,პირველი”, აქაც ძალიან ცდება. ეთერებში მხოლოდ ოპოზიცია დადის იმიტომ, რომ არ დადის ხელისუფლება…
უკიდურესად დიდი შეცდომა დაუშვით, ვინც ეს დაგეგმა, რომ ,,პირველისთვის” შეიძლებოდა დაგემალათ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში. ჩვენ ამით არაფერი გვაკლდება, დამიჯერეთ! უბრალოდ, იმხელა ვარ უკვე, ზუსტად შემიძლია ვთქვა. რომ პირიქით!”.

Cesko