საქართველო და რუსეთი პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის ზღვარზე არიან – რუსეთის დუმა

0
448
25 Views

„რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან“, – ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

„ვესაუბრე ყველაზე მაღალი რანგის ბევრ ჩინოვნიკს, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ – საჰაერო მიმოსვლა და ვიზების გაუქმება რუსეთში. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე ვართ“, – აღნიშნა კალაშნიკოვმა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ეხებოდა.

კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ ზუსტად არ იცის როდის და რა თანმიმდევრობით იქნება ეს გადაწყვეტილებები მიღებული.

Cesko