“გაიგებთ ნელ-ნელა შემოცურებულ ფრაზებს: ეგ ზოგადად ნერვიული კაცია, კაცო”, “შიზოფრენიკია”, “ფუ ეგ პუტჩისტი, მაგის!”- ეს იქნება ბოლოს…” – გიორგი კეკელიძე 

0
757
22 Views

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ზუსტად ნახევარი საათი გავა, მეტი არა, თქვენ გაიგებთ ნელ-ნელა შემოცურებულ ფრაზებს დათო ტურაშვილთან დაკავშირებით, რომელიც დაახლოებით ამ მიმდევრობით განვითარდება: ,,ეგ ზოგადად ნერვიული კაცია კაცო” – ,,ეგ ხომ იცი, წამლებზე იყო, ნაინფარქტალია, რა გიკვირთ ახლა, ჩვენ დაგვაბრალეთ” – ,,ტურაშვილზე რომ ყვირით, მაშინ რატომ არ იღებდით ხმას? არ შეიძლება! ეგ სულ მასე ყვირის” – ,,შიზოფრენიკია! (უკვე დაწერეს) – ,,კაი ახლა, გჯერათ მაგის? ამ დადგმულ სცენებს მე არ ვჭამ!” – ,,ცოტა დამაჯერებლად მაინც დაჭყანულიყო ეთერეში, ეტყობა თავისი ამბის გადაფარვა უნდოდა” – ,,რა ამბის? როგორ კაცო, აღარ გახსოვს, ზუგდიდში მიტინგის დახვრეტისკენ რომ მოუწოდებდა?” – ,,ფუ ეგ პუტჩისტი, მაგის…!” ეს იქნება დღის ბოლოს, განა რამე შეიცვლება.

p.s. და ვინც ამბობს, არ წაიკითხოს და არ ინერვიულოსო, დათო სოფელ-სოფელ დადის, ხალხს ხვდება, იმ ხალხის ნაწილს კიდევ ამ პროპაგანდის სჯერა. არ არის ეგრე საქმე ძვირფასო კეთილისმსურველებო, სხვანაირადაა…”

Cesko