„პუტინის დაკავების ორდერს ცუდი პოლიტიკური შედეგები მოჰყვება, ის მხოლოდ უკრაინაში ომის გახანგრძლივებას ემსახურება“ – სერბეთის პრეზიდენტი

0
361
24 Views

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერის გაცემას ცუდი პოლიტიკური შედეგები მოჰყვება და იგი მხოლოდ უკრაინაში ომის გახანგრძლივებას ემსახურება.

მისივე თქმით, „ეჭვგარეშეა“, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი მიზანი პუტინისთვის კომუნიკაციის გაძნელებაა.

„ჩემი კითხვა არის, ახლა, როცა თქვენ მას ბრალი დასდეთ უდიდეს სამხედრო დანაშაულებში, ვისთან აპირებთ საუბარს? მართლა გგონიათ, რომ შესაძლებელია რუსეთის დამარცხება ერთ თვეში, სამ თვეში ან თუნდაც წელიწადში?“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

კითხვაზე, დააპატიმრებენ თუ არა რუსეთის ლიდერს, თუ ის სერბეთს ეწვევა, ბატონმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ეს „უაზრო კითხვაა“.

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

 

Cesko