28 Views
ეს არის უსამართლობა!
არავის, საერთოდ არავის აქვს უფლება, მშობელს ჰკითხოს, – არ გრცხვენიათ, ასეთი შვილი რომ გყავთო?!
ჟურნალისტები ამას არავის ეკითხებიან!
ამას ეკითხებიან პროვოკატორები!
საქართველოს კანონმდებლობით ისჯება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა!
პროვოკაციულ საქმიანობაში ხელის შეშლა არ ისჯება!
ყოველ შემთხვევაში, ვიცოდით, რომ აქამდე არ ისჯებოდა!
ახლა გავიგეთ, რომ თურმე ისჯება!
ონკოპაციენტ კაცს, რომლის ასევე ონკოპაციენტი მეუღლეც გარდაცვლილია და რომელსაც მოხუცი მშობლები და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს!
ეს უსამართლობაა!
უსამართლობა არასოდეს ქრება უკვალოდ!
ბონდო მძინარაშვილი, ჟურნალისტი; სოციალური ქსელი