20 Views
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს დაბადების დღე წერილობით მიულოცა. ექსპრეზიდენტის წერილი საპატრიარქოში ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიიტანა. თავის მხრივ, საპასუხო წერილი მისწერა პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს. ილია II ექსპრეზიდენტს მოლოცვისთვის მადლობას უხდის და უსურვებს მხნეობას “ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“.
„ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.