„ არ ვფიქრობ, რომ ძალადობა შეიძლებოდა ყოფილიყო, აქ ისეთი მოძრავი ქუჩაა..” – 12 წლის გოგონას გარდაცვალების დეტალები

0
301
23 Views

მეორე დღეა 12 წლის მოზარდის ტრაგიკული ამბავი მედიისა და საზოგადოების განხილვის თემაა, მათ შორის გარდაცვალების ვერსიებიც.

გოგონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა საგამოძიებო უწყება ახლა კიდევ ერთ ვერსიაზე – სასუნთქ გზებში საკვების გადაცდენით გამოწვეულ ასფიქსიაზე მუშაობს.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში უკვე გამოიკითხა გარდაცვლილი ბავშვის დეიდაშვილი, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

ადგილობრივი მცხოვრებლები, ძალადობის ვერსიას გამორიცხავენ და სავარაუდო ასფიქსიაზე საუბრობენ.

„მე არ ვფიქრობ, რომ ძალადობა შეიძლებოდა ყოფილიყო, აქ ისეთი მოძრავი ქუჩაა, მაგ დროს განსაკუთრებით, განათებაც არის, ზოგი ძაღლს ასეირნებს, ბავშვებიც დადიან მაგ დროს, არ იყო ისეთი გვიანი, გაიგებდნენ. მაინც საკვებს უკავშირებდ ყველა… შეიძლება ცუდად გახდა და ეცადა მოკლე გზით მისულიყო სახლამდე და ამიტომაც აღმოჩნდა ამ ტერიტორიაზე,”- აცხადებს მეზობელი „კურიერთან”.

„გადასცდა რაღაც, მერე ეტყობა გული ერეოდა და გაიგუდა. გამორიცხულია, რომ აქ ძალადობა ან რამე მსგავსი იყოს, აქ ყველაზე სუფთა უბანია მაგ მხრივ. ცნობილია, რომ იყიდა რაღაცა ჩიფსები, დადიოდა აქ ღამე და მერე ეტყობა, რომ გადაცდა, შეიძლება იფიქრა გულს ავირევო და აქეთ შემოვიდა”, – ამბობს კიდევ ერთ-ერთი ადგილობრივი.

Cesko