იაგო ხვიჩია: 9 აპრილის აქცია ამ ქვეყნის ისტორიაში სხვა ვინმეს ეკუთვნის – „ნაცები“ ცდილობენ, მოებღაუჭონ სხვის აქციას

0
186

„ნაცები“ ცდილობენ, მოებღაუჭონ სხვის აქციას, რომელიც საერთოდ არ ეხება აწმყოს და დღევანდელ სიტუაციას, – ასე აფასებს „გირჩის“ თავმჯდომარე, დეპუტატი იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაანონსებულ საპროტესტო აქციას.

„9 აპრილის აქცია ამ ქვეყნის ისტორიაში სხვა ვინმეს ეკუთვნის. ეს არ არის „ნაცმოძრაობის“ აქცია. „ნაცები“ ცდილობენ, მოებღაუჭონ სხვის აქციას, რომელიც საერთოდ არ ეხება აწმყოს და დღევანდელ სიტუაციას. მათ უნდათ, ხალხს გაუჩინონ ალუზია 9 აპრილთან დაკავშირებით“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

საქართველოს ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს, თუმცა ლევან ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებას“ 12-ვე რეკომენდაციის შესასრულებლად ვადას 9 აპრილამდე აძლევს. ამ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

Cesko