1-ელი აპრილიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევას იწყებს

0
341
27 Views

1-ელი აპრილიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევას იწყებს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ბრძანება უკვე გასცა, სადაც მითითებულია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთანაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი დოკუმენტები.

სამუშაოს ძირითადი ნაწილი სამხედრო კომისარიატების პერსონალს დაეკისრება და საბოლოო ჯამში გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი გუბერნატორები იქნებიან.

თავდაცვის სამინისტროს გეგმების მიხედვით, ჩელიაბინსკის და სვერდლოვსკის რაიონებში 10 ათასი ადამიანი უნდა შევიდეს პროფესიულ სამსახურში, პერმის მხარეში – ცხრა ათასი.

ამასთან, კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა არაერთხელ უარყო მეორე ტალღის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და თქვა, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება.

გასული წლის ბოლოდან მედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი კვლავ იწყებს მობილიზაციის მეორე ტალღას.

ოფიციალური მონაცემებით, 330 000-ზე მეტი რუსი, რომლებიც რეზერვში არიან, გასული წლის სექტემბრიდან სამხედრო სამსახურში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გამოიძახეს.

Cesko