24 Views
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. აფხაზეთის ომის ვეტერანი, ცნობილი პოლკოვნიკი სპარტაკ გივის ძე მარხულია გარდაიცვალა.
“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთის ომის ვეტერანის, პოლკოვნიკ სპარტაკ გივის ძე მარხულიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს და ახლობლებს.
სპარტაკ მარხულია სხვადასხვა დროს იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი 23-ე ბრიგადის მეთაურის პირველი მოადგილე, საქართველოს შინაგანი ჯარის ქართული მხარის ქვედანაყოფის მეთაური, აფხაზეთის მეომართა კავშირის გამგეობის წევრი და მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე”.