“გიშიფრავთ თაობათა დიფერენციაციას, რაც აშშ-მ დადო, პაწა დავფიქრდეთ, ჩვენთან სხვა რეალობა და აღქმებია…”- ლალი მოროშკინა

0
526
34 Views

მაინც,პირველი ქართველი გენეტიკოსის შვილი ვარ 🙂
ამიტომ გიშიფრავთ ამ თაობათა დიფერენციაციას,რომელიც აშშ-მ დადო”.
პაწა დავფიქრდეთ,ჩვენთან სხვა რეალობა და აღქმებია…

Возможно, это изображение текст

silent 1928-1945

-ჩვენი
უმაგრესი წინაპრები, დიდი ღალატის და უბედურების ეპოქაში დაბადებულები.
მოაზროვნეები 1937 წელს დახვრიტეს.ნაწილი გააციმბირეს.
“ცისფერ ყანწელთა” დევნა.
პავლიკ მოროზოვის”ეპოქა.
ვერის სახლების სარდაფებში ახლაც პოულობენ მიცვალებულების ძვლებს.ამბობენ იმდენს ხვრეტდნენ, დამარხვას ვერ ასწრებდნენ და სარდაფებში პირდაპირ სილას აყრიდნენო…
შემდეგ ეს ოქროს თაობა, მიუხედავად ყველაფრისა, მედგრად იცავდა საქართველოს ფაშიზმისგან. მეორე მსოფლიო ომში,წილობრივად ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა. იყო დიდი შიმშილი და გმირობის საოცარი მაგალითები.
ეს იყო ყველაზე საამაყო და დაჩაგრული თაობა.

Boomers 1946-1964

ასეთი ბედნიერი და ლაღი ცხოვრება არავის და არასოდეს არ ქონია როგორც მათ.
ცოტა ფუქსავატი, ძირითადად გართობაზე ორიენტირებული,სუფრა და ჩქარი ტაში.სოფლებიდან “ლიმიტჩიკები” და თბილისში “ძაან სვეწკაობა”.
37 მანეთად მოსკოვები, დისერტაციები და დესერტაციები. გაუთავებელი სუფრები და ქეიფები.
მოკლედ,საბჭოური რენესანსი.
შენ დაუკარ…

Gen X
1965-1980

– ჯერ კიდევ მსუყე,
მდიდარ საქართველოში დაბადებული თაობა. ბიჭიანობაზე თოფის სროლა,გოგოებისთვის მზითვის შეგროვება.
“ლიმიტჩიკების” აღზევება. იშლება ზღვარი სოფელსა და ქალაქს შორის. ჯერ კიდევ ბოროტება თვლემს.

Millennials (Gen Y)
1981-1996

ნგრევაში და ომში დაბადებული თაობა, უშუქობა, უგაზობა, არა სკოლა,არა უმღლესი,არა განათლება…
დღის წესრიგში მხოლოდ გადარჩენა.ომები და კუბოს სახურავები თბილისის სადარბაზოებთან, ბევრი ნარკოტიკი, ბევრი კარბიტის არაყი…დანგრეული ოჯახები.
შესაბამისად ამ თაობას გადარჩენის ინსტიქტი ძალიან მაღალი აქვს.ლუკმა პურისთვისაც ბოლომდე და ნებისმიერი საშუალებით იბრძვიან.

Gen Z 1997-2012

სრული მელანჟი…
ძველის ნგრევა და ახლის ვერ შენება. პოსტ შევარდნაძე და კოლექტიური სააკაშვილი. არასრულწლოვნები ციხეებში, ცრუ ღმერთები,ცრუ კერპები, ცრუ იდეოლოგია.
წაგებული ომი-მოგებულია,
გოგო-ბიჭი ერთია,
არ დათესო ხორბალი-გრანტი ჯობია,
სადაც კარგად ხარ სამშობლოც ისაა,
“ლიმიტჩიკები”
-“პრადათი პრადოზე,”
გარდერობის და იდენტობის აღრევა,
ნაწილი ეკლესიური,
ნაწილი უღმერთო,
ნაწილი სპორტში,
ნაწილი ნარკოტიკში,
ნაწილი სამშობლოს დასაცავად ჯარში,
ნაწილი გასაბერ ეკლესიაში,
ნაწილი მშობლების სიყვარულში,
ნაწილი მშობლების უარყოფაში,
“ლიმიტჩიკების” შვილები ქალაქში-
ქალაქელების შვილები სოფლად…
მშობლები ემიგრაციაში.
პროტესტი ყველაფერზე.
ზოგი ვანდალია,
ზოგი ტილოთი ხელში ასუფთავებს ქალაქის დამახინჯებულ იერსახეს,
ზოგი კატებს და ძაღლებს ატყავებს,
ზოგი მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავს…
ზოგს ლურჯი ვეშაპი ურევს ტვინს,ზოგს უზნაძე ულაგებს…
როგორც ლაო ძი ამბობდა,საბოლოო დალაგებამდე, ჯერ კარგად უნდა აურიო…
და ბოლოს…

თაობა Alpha 2013-2025

მშვიდობაში, უბორკილოდ,
გაჯეტებით დაბადებული,პრაგმატული,ლამაზი, თაობა.
დაუბინძურებული მეხსიერების ბარათით და სუფთა,ხალასი ხასიათით.
არ ჭირდებათ ენის მოჩლექით საუბარი.ყველაფეს აანალიზებენ და ესმით.
მთავარია ის სხივი არ ჩავუქროთ რომლითაც გაჩდნენ.
მივცეთ კარგი განათლება და ომს ავარიდოთ.
ისინი ჩვენი მომავალია!

ლალი მოროშკინა, პოლიტოლოგი; სოციალური ქსელი

Cesko