“გაჩერებას არ ვაპირებთ”- ხოშტარიამ იცის როგორ დაამარცხოს “რუსული რეჟიმი

0
235
37 Views

„საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ბრძოლა მოგებულია, მაგრამ ომი გრძელდება“, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, სიმართლის ძალა არის ის, რაც ამარცხებს რუსულ რეჟიმს.

„საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ბრძოლა მოგებულია, მაგრამ ომი გრძელდება. ერთი წინაღობა კანონის სახით მოცილებულია, მაგრამ ჩვენი ამოცანაა საბოლოო ჯამში ევროპული პერსპექტივის დაბრუნება, რის ბარიერადაც დღემდე ჯერ კიდევ დგას „ქართული ოცნება“.

ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ვხედავთ უპრეცედენტო კონსოლიდაციას, ვხედავთ უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერას, ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლის შემსრულებლის რომ ყველა ის მოთხოვნა, რაც აუცილებელია ჩვენი კანდიდატობის მისაღებად მკაფიოდ ჩამოყალიბდეს და იგივე კონსოლიდაციით შევუტიოთ მთავრობას.

ჩვენ ვხედავთ რომ სიმართლის ძალა არის ის, რაც ამარცხებს რუსულ რეჟიმს და ზუსტად ასე გავაგრძელებთ. სხვა შემთხვევაში არ გვაქვს არანაირი არჩევანი არ ვაპირებთ ქვეყანა რუსულ მთავრობას დავუთმოთ“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

Cesko