ბათუმის ბულვარში ქარმა ბატუტი გაიტაცა – დაიღუპა ბავშვი

0
310
21 Views

ბათუმის ბულვარში უბედური შემთხვევა მოხდა.

ბულვარში უეცრად მოვარდნილმა ქარმა ბატუტი გაიტაცა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ.

შემთხვევის შედეგად კი ერთი მათგანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა 13 მარტს გვიან ღამით არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ისჯება შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

წყარო: pia.ge

Cesko