მოლდოვის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

0
223
26 Views

მოლდოვის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ფასების ზრდა გააპროტესტეს და მთავრობისგან ზამთრის კომუნალური ხარჯების დაფარვა მოითხოვეს. ისმოდა ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმისა და ნეიტრალიტეტის გამყარების მოწოდებებიც.

აქცია პრორუსული პარტია „შორის“ მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც შეერთებულ შტატებს სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი. მანიფესტანტთა ჯგუფმა პარლამენტის შენობისკენ სცადა გადაადგილება, რაშიც მათ ხელი სამართალდამცველებმა შეუშალეს. პოლიციამ 50-ზე მეტი აქტივისტი დააკავა. როგორც მოლდოვის ხელისუფლება აცხადებს, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები მოსკოვიდან იმართებიან.

Cesko