26 Views
კანადაში უცხოური გავლენის რეესტრის შექმნის საკითხს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა Twitter-ზე ეხმაურება.
„კანადის მთავრობა სარეგისტრაციო სისტემის შემოღებას გეგმავს. რეესტრი, ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება.
არიქა! მადამ სალომე, ლომჯარია, ხაბე, კიკუ, სამშობლოს გადამრჩენებო! იღუპება კანადა რუსულ კანონს იღებს!
გვიშველეთ!“, – წერს ხაინდრავა.
კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს. ცნობას კანადური მედია ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ, მარკო მენდიჩინოზე დაყრდნობით ავრცელებს.