“დილით გავიღვიძე, ბავშვებს ჩავაცვი, რუსთაველზე გავიქეცი, დიდხანს დგომა მიჭირს და…”, – ვიკა ბუკიას ძალიან ემოციური განცხადება

0
341
21 Views

დილით გავიღვიძე, ბავშვებს ჩავაცვი და რუსთაველზე გავიქეცი. დიდხანს დგომა მიჭირს (4 ბავშვს რომ გააჩენ ყველაფერი ძველებურად კი არაა, მაგალითად, ვენები). აქციამ დაშლა რომ დაიწყო, სახლში წავედი მშიერი. დავჯექი საჭმელად, ჩავრთე ტელევიზორი და უცებ მესმის, მდინარაძე ამბობს: მოდით, ბარემ დღეს განვიხილოთო. მადა დავკარგე. ტყუილის და ვირეშმაკობის მასშტაბმა ცუდად გამხადა. ვიფიქრე ხომ არ მომეჩვენა, მაგრამ FB ზე რომ შევედი თქვენი
ასობით პოსტი დამხვდა. დავიხრჩვი ბრაზისგან. ზუსტად 20 წუთში უკვე პარლამენტთან ვიყავი გაცოფებული. დაღლილი, მაგრამ ენერგიული. ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი აქცია. ადამიანები კი არ მოდიოდნენ, ლამის მორბოდნენ. ეს იყო ხმაურიანი, ფერადი, მშვიდობიანი და ხელისუფლებისთვის აშკარად სახიფათო განწყობის აქცია. მერე რაც მოხდა ამას თითქოს ყველა ელოდა იქ.

თენდება, 04:30 ია, ეთერს მოვრჩი და სახლში მივდივარ.
და ხვალ ისევ იგივე.
ისევ გაიგონებენ ჩვენს ხმას რუსები.
ის 76 სულგაყიდული კი გაიგონებს ძილშიც ჩვენს ხმებს.

8 მარტი ასე თენდება:) ტაქსიში, გზად სახლისკენ.
წყარო: sportsvideos. ge

Cesko