24 Views
სალომე ზურაბიშვილმა, ახლა უკვე ამერიკიდან წააქეზა ნაცმოძალადეები და სიმშვიდისკენ მოწოდების ნაცვლად, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებასა და არეულობას, უკვე მერამდენედ დაუჭირა მხარი.
თუ გვაქვს სახელმწიფო, უახლოეს დღეებში, პარლამენტმა უნდა დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და ჩვენც, მოქალაქეებმა უნდა გამოვხატოთ ჩვენი პრინციპული პოზიცია ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.
არცერთი პოლიტიკური ძალის თუ უცხო ქვეყნის ინტერესი, არ შეიძლება იყოს უფრო ფასეული, ვიდრე ჩვენი სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება.
მაია ელოშვილი, იურისტი; სოციალური ქსელი