ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-მა ჩინეთის მიმართ დამახინჯებული დამოკიდებულება უნდა შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას კონფლიქტი და დაპირისპირება მოჰყვება

0
274
26 Views

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა განაცხადა, რომ აშშ-მა ჩინეთის მიმართ დამახინჯებული დამოკიდებულება უნდა შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას კონფლიქტი და დაპირისპირება მოჰყვება.

ჩინეთის საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელის თქმით, აშშ ჩართულია ჩინეთის ჩახშობასა და შეკავებაში და არა სამართლიან და წესებზე დაფუძნებულ კონკურენციაში.

„აშშ-ის აღქმა და შეხედულებები ჩინეთის შესახებ სერიოზულად დამახინჯებულია. ის ჩინეთს თავის მთავარ კონკურენტად და ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნევს. ეს მაისურის პირველ ღილს ჰგავს, რომელიც არასწორად შეკრულია“, – აღნიშნა ცინ განმა.

„თუ აშშ არ დაამუხრუჭებს და გააგრძელებს არასწორი გზით სვლას, ვერანაირი მოაჯირი ვერ შეუშლის ხელს რელსებიდან გადასვლას, რომელიც გადაიზრდება კონფლიქტსა და დაპირისპირებაში და ვინ აიღებს კატასტროფულ შედეგებს?“ – აღნიშნა მან.

Cesko