გიგა ბოკერია – ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გრძელვადიანი პროტესტისთვის

0
364
27 Views

ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა, როგორც „ცხოველების ფერმას” ისე ექცევა ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მომავლით ვაჭრობს – ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გრძელვადიანი პროტესტისთვის, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარლამენტთან, ე.წ. აგენტებთან დაკავშირებით კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციაზე, “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლებისთვის თავისუფალ სამყაროს გვაპირისპირებს და რუსეთის პირისპირ დაუცველს გვტოვებს.

“ეს კაცი, ვისი პლაკატებიც აქ არის, და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა, როგორც “ცხოველების ფერმას” ისე ექცევა ჩვენს ქვეყანას, ვაჭრობს ჩვენი ქვეყნის მომავლით და ღალატობს მას. ეს კანონი თავისთავად სამარცხვინოა თავისი შინაარსით. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული ეს პროპაგანდა. მათი სამიზნე არის დასავლეთი, ამერიკა, ევროპა და ყველა, ვინც მასთან დაკავშირებულია. ეს კაცი საკუთარი ძალაუფლებისთვის გვაპირისპირებს თავისუფალ სამყაროს, რომელიც ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ამ კაცის ნაბიჯები ჩვენ გვტოვებს დაუცველს ჩვენი მტრის – რუსეთის წინაშე,” – განაცხადა ბოკერიამ.

Cesko