ავარიას 22 წლის ახალგაზრდა შეეწირა – ვინ არის და სად დაიღუპა დევნილი ახალგაზრდა?

0
438
33 Views

მოსკოვში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა კაცი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილი 22 წლის სანდრო ჯალაღონიაა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალური ქსელში ახლობლები ავრცელებენ.

„ასე ვიზრდებოდით ჩვენ, ბებოს და ბაბუს იმედები ვიყავით. ასეთი ბედნიერები, ლაღები უდარდელები. ოთხნი სულ და ერთმანეთზე ახლო არავინ გვეგულებოდა ამ ქვეყნად. ყოველი ზაფხულის მოსვლა დღესასწაული იყო ერთმანეთი უნდა გვენახა, ყველა დაფრენილ თვითმფრინავს შევყურებდი გაფაციცებით, ისე გელოდებოდით… ჩვენი სანდრო ბიჭი, ნაბოლარა, საუკეთესოს იმსახურებდი ჩემო სიცოცხლევ და ახლა ამ პოსტს არ უნდა ვწერდე. ისევ ისე მიყვარხარ და უფრო მეტად ჩემო გულო“, – წერს ოჯახის ახლობელი.

გარდაცვლილს თბილისში 9 მარტს დაკრძალავენ.

Cesko