რა სიგიჟის ჩადენა აღარ შეუძლია ადამიანს, რომელიც შეყვარებულია. გვსმენია როგორც კარგი ასევე ცუდი- ამასთან დაკავშირებით, თუმცა ამბავი, რომელსაც გიამბობთ, ნამდვილად წარმოუდგენელია.
ხულიო, როგორც სხვა ყველა მოზარდი ადამიანი დადიოდა სკოლაში, თამაშობდა ფეხბურთს და ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობები თავის 24 წლის შეყვარებულ გოგონასთან, მაგრამ ერთ დღესაც ოჯახური ვახშმის დროს ყველას თვალწინ უგონო მდგომარეობაში დაეცა იატაკზე. შეშფოთებულმა და გაოგნებულმა მშობლებმა მაშინვე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების გუნდი, რომელიც ოჯახში მალევე მივიდა, თუმცა ექიმები დამწუხრებულები იმეორებდნენ იმავეს, რომ ბიჭი უკვე მკვდარია, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა.
სხეულის შემოწმებისა და ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ახალგაზრდა- 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა ინსულტით, რაც გამოწვეული იყო მეგობარი (შეყვარებული) გოგონას მიერ ჩადენილი ასპირაციის (ზასოსი) გამო. ხულიოს კისრის არეში, მარჯვენა საძილე არტერიის მიდამოზე აღენიშნებოდა მუქი ფერის ლაქა, რაც რომანტიკოსების ენაზე სიყვარულის დაღს ნიშნავს. გაკვეთის შედეგად კი დადასტურდა სიკვდილის მიზეზიც, სრულიად ჯანმრთელი ხულიო სწორედ რომ ძლიერი ასპირაციის მსხვერპლი გახდა, რის გამოც პირდაპირ საძილე არტერიაში მოხდა დათრომბვა, რომელმაც რამოდენიმე საათში ტვინში ააღწია და გამოიწვია ინსულტის პროვოცირება.
ამ ამბის შედეგად სასოწარკვეთილი გოგონა (ხულიოს შეყვარებული) დიდი ხანი ვერ გამოვიდა სტრესული მდგომარეობიდან, რადგან მის მიერ ძლიერად და ამ ფორმით გამოხატულ სიყვარულს, საყვარელი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იმდენად სცხვენოდა და განიცდიდა, ხულიოს მშობლებს დიდი ხნის მანძილზე არ ენახვებოდა თურმე.
მსგავსი შემთხვევები ხშირი არ არის, თუმცა მედიცინის ისტორიაში გვხვდება. ბოლოს მსგავსი შემთხვევა 2010 წელს ახალ ზელანდიაში მოხდა და 44 წლის ქალბატონი გახდა ასპირაციის მსხვერპლი. მართალია ის სიკვდილს გადაურჩა, თუმცა ინსულტმა მისი პარალიზება გამოიწვია.
ექიმები მოგვიწოდებენ, რომ თავი შევიკავოთ ასპირაციისგან (ზასოსი) მოსალოდნელი უბედური შემთხვევების გამო.
როგორ მოვიშოროთ “ზასოსი, ” რათა ჯანმრთელობისთვის საფრთხე არ შეგვიქმნას?
სახლის პირობებში მის მოსაშორებლად გამოიყენეთ ყინული ან ცივი კოვზი, რომელთა საშუალებით ყოველ 20 წუთში ერთხელ გაიგრილებთ “ზასოსის” ადგილს. შედეგად ტკივილი ან წვა შემცირდება და კვალიც ფერმკრთალი გახდება. შემდეგ კი მოგიწევთ თბილი საფენების დადება, რაც ხელს შეუწყობს სისხლძარღვების გაფართოვებას და გააუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას. ღამით კი იძინეთ ორ ან სამ ბალიშზე.