სპეციალურად აკეთებენ გადაცემებს, რომ ვიღაცა მივიდეს და მღვდელს ზურგში დანა ჩაარტყას – მამა შალვა კეკელია სასულიერო პირის დაჭრაზე

0
474
25 Views

ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია საკვირაო ქადაგებაში თბილისში,  სასულიერო პირის, მამა ცოტნეს დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა.

მამა შალვა კეკელიას თქმით, „სპეციალურად აკეთებენ გადაცემას რომ ასეთი რაღაცები მოხდეს, რომ ვიღაცა მივიდეს და მღვდელს დანა ჩაარტყას ზურგში“.

„გუშინ საშინელება მოხდა. მამაო დაჭრეს ტაძარში. ტაძრის კარებთან მისულ მამაოს უკნიდან დანა ჩაარტყეს. ღვთის მადლით სასწაულებრივად არის გადარჩენილი. გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ მამა ცოტნე. ზუსტად ეს არის პროპაგანდას რომ იძახიან… წარმოიდგინეთ… რამდენი წელია ეკლესიაზე საშინელებებს რომ იძახიან, მღვდლები თურმე საშინელი ადამიანები არიან, ასეთები არიან. ზუსტად ასე დაიწყო კომუნისტების დროს. კომუნისტები ავრცელებდნენ პროპაგანდისტულ წერილებს და „მღვდლებს ხალხი არ აინტერესებთ“, „მღვდლები ეტლებში“. დღეს როგორ არის ? – „მღვდლები ჯიპებში“, მღვდლები ასე… უამრავი გადაცემაა და მერე ზუსტად ასე დაიწყო ქმედებები, მიდიოდა ვიღაცა და თავში რაღაცას ჩაარტყამდა, ზუსტად ასე დაიწყო მაშინაც.

მერე ვიღაცები ტაძარს ბილწავდნენ, ახლავ დაწყებულია, სამწუხაროდ ახალგაზრდებს აბილწინებენ ტაძარს… ტაძარში შედიან და ბილწავენ ხატებს. ეს დაწყებულია, უამრავი ვიდეო არსებობს. ასე იყო კომუნისტების დროს, ამ ტელევიზიებმა, ქვეყნის მტრებმა… სპეციალურად აკეთებენ გადაცემას რომ ასეთი რაღაცები მოხდეს, რომ ვიღაცა მივიდეს და მღვდელს დანა ჩაარტყას ზურგში.

მეც მახსოვს პანდემიის პერიოდში, სახეში მაფურთხებდნენ, „შენ მკვლელო“ მეძახდნენ პროპაგანდის გამო. ეს იქნება მეორედ მოსვლის შემდეგ. ყველაფერს ანადგურებენ რაც ღირებულია. პროპაგანდა მიდის სიბილწის, ცოდვის“, – აცხადებს მამა შალვა კეკელია.

Cesko