“მიშა – მზე, ვანო – მთვარე, ნაცელიტა – ვარსკვლავები- სააკაშვილი ადეკვატურობისა და ფსიქიკური წონასწორობის ჩარჩოებს უკვე კარგა ხანია გასცდა” 

0
590
26 Views

მიშა – მზე, ვანო – მთვარე, ნაცელიტა – ვარსკვლავები
მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურობისა და ფსიქიკური წონასწორობის ჩარჩოებს უკვე კარგა ხანია, გასცდა.

იმ, `გასხივოსნებულ~ დროში, როცა მიშა მზე იყო, ვანო მთვარე და ნაცელიტა -ვარსკვლავები, ახალი ციხე-კოლონიის გახსნისას `მზემ~ ბრძანა: `ბრალდებულები და მსჯავრდებულები საზოგადოების ხორცმეტები არიან, მაგრამ მე `გულკეთილი~ ვარ, მათ ევროსტანდარტების ციხე-კოლონიები ავუშენე და საუკეთესო პროდუქტებით ვკვებავ.
სინამდვილეში, მათი აშენებული ციხეები მუდმივ შეკეთებას, გამაგრებას საჭიროებდნენ და არც კვება და სამედიცინო მომსახურეობა ჰგავდა `ევროპულს~, მაგრამ აქ მთავარი მესიჯი `ხორცმეტები~ გახლდათ, ვისაც `მიშა-მზეს~ `ძალოვანი შნირები~ სწორედ მისი წახალისებით უსწორდებოდნენ და არაადამიანურად ექცეოდნენ…
მსჯავრედებულმა სააკაშვილმა, რამდენიმე წლის წინათ განაცხადა, რომ ქუჩაში ხალხს კრიმინალები კლავდნენო, მაგრამ ის კრიმინალები მის ხელისუფლებაში, რომ `ბინადრობდნენ,~ აღარ ახსოვდა. მართალია, ნაცების გამოთაყვანებულ მრევლს და `ნაცშავიფულით~ გამაძღარ მათ `დასავლელ მეგობრებს~ არ სჯერათ იმ გაუგონარი სისასტიკის, რასაც ნაცელიტა სჩადიოდა, მაგრამ არსებობს უამრავი ადამიანი (მათ შორის, მეც), ვინც საკუთარ ტყავზე გამოსცადა, თავის თვალით ნახა, რა ხდებოდა ნაცების ზეობის პერიოდში, ციხეში თუ მის გარეთ.
ციხეებში წამების მეთოდებზე არაერთი ცნობილი თუ უცნობი ადამიანი საუბრობდა და საუბრობს. სულხან მოლაშვილმა არაერთხელ განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში წამება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილი მონებად აქცია, დაავადმყოფა და დახოცა.
წამების ისეთი ფორმებიც არსებობდა, რომლებიც ფიზიკურ შეხებას არ ითვალისწინებდა, მაგრამ ზემოქმედების მომაკვდინებელი საშუალება იყო პატიმრისთვის. ხშირი იყო ეგრეთ წოდებული გვამების `გაფუჭება~, რომ ცხედარი ჭირისუფალს ექსპერტიზისთვის არ გამოსდგომოდა. იყო გვამების `გამჭრელი~ პატიმარი. პატიმარი, რომელსაც ეს ფუნქცია ეკისრებოდა, კარგ პირობებში იხდიდა სასჯელს. დავალებული ჰქონდა – რომ შემოაკვდებოდათ, ნაწამები პატიმრის ცხედარი მორგში ისე დაემუშავებინა, რომ გარეთ გატანის ან გვამის ექსჰუმაციის შემთხვევაში, ექსპერტიზას მისი გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი ვერ დაედგინა. გარდაცვლილისთვის უნდა ამოეცლია შიგნეულობა და მუცელში, ადამიანის ორგანოების ნაცვლად, იატაკის ჭუჭყიანი ნაჭრები, ხის ყუთის ფიცრები და ათასგვარი სიბინძურე ჩაელაგებინა.
2012 წლის შემოდგომაზე გამომზეურდა ცემისა და წამების უამრავი ფაქტი, რომლებიც გამყარებულია დოკუმენტებით, აგრეთვე, სექსუალური ძალადობის შემცველი ვიდეოები, რომლებსაც ციხეებში იღებდნენ… 2008 წლამდე შპს `კუს ტბა კალა~ ძმებს ხარძიანებს ეკუთვნოდათ, მაგრამ 2008 წლის აპრილში არადამიანურად ნაწამები ბესარიონ ხარძიანი, იძულებული გახდა 7%-იანი წილი `ნაცხროვის~ საარჩევნო სიის პირველი ნომრისთვის, `მსოფლიოში ცნობილი~ მომღერლისთვის, ვახტანგ კიკაბიძისთვის დაეთმო. დეკემბერში კი ბესო ხარძიანმა 11% გია უდესიანს გადაუფორმა, რამდენიმე დღეში კიდევ 11% – უდესიანის მეუღლეს. ხარძიანის ოჯახის წევრებმა ერთ დღეში ექვსი ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს და წილები იძულებით გაყიდეს. ბიზნესმენი ბესო ხარძიანი ნარკოტიკების მოხმარება-შენახვა-დამზადების ბრალდებით უკანონოდ იყო დაპატიმრებული. მან ციხიდან შემოუთვალა ოჯახის წევრებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მათ სახლში მიაკითხავდნენ, მთელი ქონება და ობიექტების წილები გადაეფორმებინათ. სამწუხაროდ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამაოდ ელოდა სამართლიანობის აღდგენას ხარძიანი: `ცუდ გაფრთხილებას ვიძლევი: თუ არ აღდგა სამართლიანობა, 70-იანი წლების სიცილია მონაგონი გახდება საქართველოში!~ – ამის თქმიდან ზუსტად ორ კვირაში ბიზნესმენი ბესო ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ქუჩაში მოკლეს. საჯაროდ, ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინათ გურამ შარაძე. `ყველა დაზარალებული ერთად მივადგეთ ამ ხელისუფლებას და პასუხი მოვთხოვოთ. ყველა დაზარალებულმა ვიცით, ვინ ვისი მფარველია და ვისი ფულით იკვებება~. აღნიშნული განცხადებიდან ერთ კვირაში იმავე ხელწერით მოკლეს იური ვაზაგაშვილი… საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ხარძიანის მკვლელობაში მხილებული იყვნენ უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 04 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი. ბესარიონ ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს.~
…დღეს ნაცელიტა უტიფრად ცდილობს, თავის მცირერიცხოვან მრევლს დააჯეროს, რომ ციხეში, მის გარეთ და, საერთოდ, ქვეყანაში სანიმუშო წესრიგი სუფევდა, უდანაშაულო ადამიანების ხმაურიანი დაჭერა, წამება, დახოცვა თურმე, რუსეთის მიერ გავრცელებული სიცრუე იყო. კრიალაშვილი, შავაძე, რობაქიძე, ვაზაგაშვილი და სხვა უმოწყალოდ ჩახოცილი უამრავი, უდანაშაულო, საჯიშე ბიჭების ფაქტები `ჩაუდეს~.
დაბა ქსნის N15 საპატიმრო დაწესებულების დირექტორის მოადგილე, გიორგი კოხრეიძე და რეჟიმის უფროსი ლევან ლეჟავა – 2010 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს, ღამის ათ საათზე სპეცრაზმმა პატიმრები დაბა ქსნის N15 დაწესებულებაში სასტიკად სცემა; ისინი გააშიშვლეს და ცოცხალ კორიდორებში გავლისას რეზინის ხელკეტებს ურტყამდნენ. ამ საქმეში სპეცრაზმელებს გიორგი კოხრეიძე და ლევან ლეჟავაც ეხმარებოდნენ; ქიტესა გულისაშვილი, გელა ოსიავა – დაბა ქსნის N15 საპატიმრო დაწესებულების გამორჩეული ჯალათები. ნაწამები ჰყავთ არაერთი პატიმარი; ლაშა ბრეგვაძე, დავით ბუხრაშვილი – ლაშა ბრეგვაძე რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებას ხელმძღვანელობდა. მსჯავრდებულ ილგარ მამედ-ზადეს მიერ დაწერილ განცხადება-საჩივარში აღნიშნულია, რომ ბრეგვაძე თავის მოადგილესთან, დავით ბუხრაშვილთან ერთად მამედ-ზადეს სასტიკად აწამებდა; დავით მარგებაძე, რუსთავის N6 საპყრობილის დირექტორი – პატიმარ კახაბერ თედლიაშვილის წამებაში მონაწილეობდა; კახაბერ თედლიაშვილი ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, სადაც საზოგადოება თავის სიმაღლეზე დგას, სადაც საზოგადოებას თავმოყვარეობა გააჩნია, მიხეილ სააკაშვილი თავის ნაზირ-ვეზირებთან ერთად, აქამდე ლინჩის წესითაც კი უნდა იყოს გასამართლებული, არადა, საუკეთესო, `ჰაი კლასის~ პალატაში იხდის სასჯელს და მისი `დასავლელი~ მეგობრები იერიშზე გადმოდიან, პრეზიდენტყოფილს კლავთ, აწამებთ და უდანაშაულო `აღმაშენებელს~ციხეს ახეხინებთო. მშვენივრად იციან, რომ მის სახელს უამრავი სისხლი და დარბევა უკავშირდება. სააკაშვილის სახელს უკავშირდება ნულოვანი ტოლერანტობა და ქუჩაში ჩახოცილი ახალგაზრდა ბიჭები; მის სახელს უკავშირდება კუბდართმოყვარული გია ბარამიძისთვის ბრძანების მიცემა და სვანეთში მძინარე ოჯახზე სარაკეტო იერიშის მიტანა, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება უამრავი ნგრევა, ქუთაისში მემორიალის აფეთქებას შეწირული მსხვერპლი. საკუთრების უფლების ხელყოფა და ბიზნესმენების მიერ ღამის სამ საათზე წილების `ნებაყოფილობითი~ დათმობა; მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება უამრავი უდანაშაულო ადამიანის ციხეში გამოკეტვა, პოლიტრეპრესიები და პოლიტიკური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ყველა, მათ შორის, მორალსა და ზნეობას მოკლებული მეთოდების გამოყენება. მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების გასხვისება. მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება იმ სიმახინჯეების აშენება თბილისში და არა მარტო თბილისში, რომელიც საზოგადოებას, სამწუხაროდ, დღემდე ნერვებს უშლის. მიხეილ სააკაშვილის, როგორც მთავარსარდლის სახელს უკავშირდება გორში სამარცხვინოდ ქუჩაში ფორთხვა და საერთაშორისო მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში შიშისგან საკუთარი ჰალსტუხის ღეჭვა. მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება მისი გარემოცვის უეცრად გამდიდრება, მისი დედიკოსთვის უზარმაზარი ადმინისტრაციული შენობების ჩუქება და სხვა მრავალი უძრავი ქონება, რომლის ღირებულება ას მილიონ დოლარზე მეტია. ხოლო მისი ბებიკო მზიას უცხოურ ტურებში ბიუჯეტის ხარჯზე სეირნობა; მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება ახალგაზრდა, ლამაზი გოგონებისთვის ბიუჯეტის ხარჯზე უძვირფასესი საჩუქრების გაკეთება და ასევე, ბიუჯეტის ხარჯზე, მისი შვილის სწავლის საკმაოდ ძვირი საფასურის გადახდა და ბოლოს, მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება ის უდიდესი ავანტურა და ის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ქვეყანას ტერიტორიების ოცი პროცენტის დაკარგვად, ათეულათასობით დევნილად და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების პერსპექტივის გაურკვეველი ვადით გადაწევად დაუჯდა… ესაა უმცირესი ჩამონათვალი იმ დანაშაულებისა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის და მისი ვეზირების სახელს უკავშირდება.
ფასდაუდებელი იქნებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საქმეში ეროსი კიწმარიშვილის როლი. მისი თვითმკვლელობა თუ მკვლელობაც, მხოლოდ ნაცხროვის ინტერესებში გახლდათ, რადგან სწორედ იმ პერიოდში ის საქართველოს ელჩი იყო რუსეთში და, შესაბამისად, უეჭველია, რომ უამრავ ფასდაუდებელ ინფორმაციასაც ფლობდა. ამ ვარაუდს აძლიერებს მისი დაკითხვის ფაქტი დავითაიას კომისიის მიერ, როდესაც გამწარებულმა გივი თარგამაძემ კიწმარიშვილს პირდაპირ ეთერში ავტოკალამი ესროლა…
წლების წინ, როდესაც ხელისუფლება მიხეილის და მისი რაზმის პასუხისგებაზე ალაპარაკდა, რესპუბლიკელმა სენატორმა, მაკკეინმა და მისმა თანამოაზრეებმა ლოყების დახოკვისა და მოთქმა-გოდების მეთოდს მიმართეს და საქართველოს მთავრობის მისამართით უსტარი აფრინეს, თან სააკაშვილისთვის ბრალის წაყენების გამო იმედგაცრუებაც გამოხატეს. ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუ ის მართლაც დემოკრატიის მექაა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ იმედი ჯერ კიდევ წლების წინ უნდა გაცრუებოდა, მაგრამ ძალმომრეობაზე დამყარებულ დღევანდელ მსოფლიო წესრიგში, `ჩვენი ძაღლიშვილის~ ფორმულა კვლავ აქტუალურია და მსოფლიო ზესახელმწიფოებიც სწორედ ამ ფორმულით სარგებლობენ. მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურობისა და ფსიქიკური წონასწორობის ჩარჩოებს უკვე კარგა ხანია, გასცდა. დღეს, როდესაც დღევანდელი ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას დასავლეთი, განსაკუთრებით, კორუფციაში ჩაფლული ევროპარლამენტარები, არგუსის თვალით აკვირდებიან და შესაშფოთებლადაც მუდმივად მზად არიან, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დასაწყისში თუნდაც ორჯერ რომ შეშფოთებულიყვნენ, ქართველი ხალხი ავტორიტარიზმს არ მიიღებდა და არც დასავლეთს ექნებოდა ასეთი დაცემული რეპუტაცია დღეს საქართველოს მოსახლეობის თვალში.

ქეთევან ზარნაძე, ვიცე-პოლკოვნიკი, ვეტერანი

წყარო: “საერთო გაზეთი”

Cesko