„დედა სასწრაფოდ უნდა ჩავიყვანო მის მიწაზე, მის სახლში, თუნდაც გზაში დაიღუპოსო“ – ემიგრაციაში მყოფი შვილის საოცარი გადაწყვეტილება

0
686
46 Views

სოციალურ ქსელში ემიგრანტების ჯგუფში სამაგალითო დედაშვილობის ემოციური ამბავი ვრცელდება.

„ეს ამბავი სამაგალითო დედაშვილობაზეა! იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს შვილი!

ქალბატონი მარინას ამბავი იცით, მას თავზე სასწრაფო გადაუდებელი მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა და 6 თვე სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა. როგორც კი წამიერად გონზე მოდიოდა, მისი სურვილი მხოლოდ მშობლიურ სახლში დაბრუნება იყო… ასე მარტივი არ აღმოჩნდა… მაპატიონ მისმა შვილებმა, მაგრამ უნდა დავწერო, ემიგრაციამდე დიდი ბრძოლა ჰქონდათ სახლში დარჩენილიყო, თუმცა ქალბატონი მარინა კატეგორიული იყო და მაინც დაადგა ამ მძიმე გზას…მძიმე გზას, მძიმე ბედით.

როგორც კი დედა ცუდად გახდა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც მან სახლში წაყვანა ისურვა, აღარ გაჩერებულან, ყველა გზას მიმართეს! სიტუაცია დღითი დღე მძიმდებოდა. რამდენიმე დღის წინ როცა თხოვნით მოგმართეთ 7000 ევროს შესაგროვებლად, ყველაფერი გააკეთეს, პროცენტებითაც ისესხეს და ეს თანხაც იშოვეს, ვერ დაველოდებოდიო, დედა სასწრაფოდ უნდა ჩავიყვანოო მის მიწაზე, მის სახლში, თუნდაც გზაში დაიღუპოს, აქედან მაინც უნდა წავიყვანოო! მერე ჩემ შვილებს რა პასუხი გავცე, დედაჩემი მივატოვეო? მაგალითი უნდა ვიყო ჩემი შვილებისთვის, რომ მშობელი არასოდეს მიატოვონო და ასეცაა, იქცევიან კიდეც ამის მაგალითად ქალბატონი მარინას შვილები მარტო საკუთარი ოჯახისთვის კი არა, ყოველი ჩვენგანისთვის!

როცა ქალბატონი მაია გიგაურის საშუალებით მასზე და მის პრობლემებზე გავიგე და შუაღამისას შევხვდით, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ადამიანი არასოდეს მენახა, დაბნეული და სასოწარკვეთილი… გინახავთ როგორ ხდება ადამიანის ტრანსფორმაცია? რამდენიმე საათში სხვა ადამიანად იქცა, იმედით და ძალით სავსე! უამრავი, აბსურდული პრობლემის მიუხედავად შეძლო, დიახ შეძლო და დედა წაიყვანა საქართველოში!

რამდენიმე საათის წინ, საკუთარი სახლიდან სულ 1 საათის სავალ გზაზე, ქალბატონი მარინას სულმა სამუდამოდ განისვენა და სამაგიეროდ დაგვიტოვა მაგალითი იმისა, როგორი შვილები უნდა გაზარდო!  მიუხედავად ამხელა ტრაგედიისა, მაინც ბედნიერი ვარ რომ ასეთი დედის გაზრდილი სამაგალითო შვილი გავიცანი!

გაზაფხულის პირველ დღეს საკუთარ მიწაზე დალია სული, დედის დღეს მისი შვილები მშობლიურ მიწაზე დაკრეფილი ყვავილებით მიულოცავენ უკვე იმქვეყნად და მერე რა, რომ ის მათ გვერდით აღარაა, სამაგიეროდ მისი არსებობით მართლა დაგვიტოვა დედაშვილობის მაგალითი, ასე საოცრად გაზრდილი შვილებით!

გთხოვთ, მიხედეთ საკუთარ თავებს, გთხოვთ მიხედეთ მშობლებს! გთხოვთ ადამიანებო გაეცით სიკეთე, ვინ

იცის იქნებ მხოლოდ თქვენი ერთი სიტყვა შველიდეს ადამიანს! ნათელი ქალბატონი მარინას სულს.

ალალი იყოს მის გულზე დაყრილი მშობლიური მიწა! უამრავი ადამიანის გულწრფელი ლოცვა აძლიერებდა ალბათ და მიუხედავად იმისა, რომ ექიმებს იმედი არ ჰქონდათ ქვეყნის დატოვებას მაინც თუ შეძლებდა, ალბათ ამ ძალით შეძლო რომ ჩაეღწია საკუთარ მიწაზე და იქ დაელია სული.

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ქალბატონ მარინას სულს“, – წერია მიმართვაში.

Cesko