6 საკვები, რომელიც რომელიც დაბერებას ანელებს და 40 წლის შემდეგ ყველამ უნდა ჩართოს მენიუში

0
660
24 Views

მოწიფულობა ცხოვრების მშვენიერი პერიოდია, მაგრამ თუ ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად გახანგრძლივების შესაძლობლობა არსებობს, რატომ არ ვისარგებლოთ ამით? დაბერების შენელების ერთ-ერთი გზა თქვენს რაციოში ისეთი საკვების ჩართვა, რომელიც ბევრ ძვირფას ნივთიერებას, ვიტამინს და მინერალს შეიცავს და ამავე დროს დაბალი კალორიული შემცველობა აქვს.

რატომ გვირჩევენ დიეტოლოგები ახალი გასტრონომიული ჩვევების დაწყებას 40 წლის შემდეგ?

ავიაბილეთები

პირველი, ეს არის შესანიშნავი დრო, რათა საფუძველი ჩავუყაროთ ჯანსაღ ცხოვრების წესს ომავალი წლების განმავლობაში.

მეორეც, 40 წლის შემდეგ ორგანიზმი იწყებს გარკვეულ ცვლილებებს: მცირდება კუნთოვანი მასის რაოდენობა, ხდება მენოპაუზასთან დაკავშირებული ჰორმონალური ცვლილებები, არსებობს ჭარბი წონის რისკი, ოსტეოპოროზი და ა.შ. ამიტომ ორგანიზმს საჭირო პროდუქტებით ხელი უნდა შევუწყოთ. გახსოვდეთ, რაც მეტად დაეხმარებით თქვენს ორგანიზმს, მით მეტად გასიამოვნებთ ის ხანგრძლივი ახალგაზრდობით და ჯანმრთელობით.

„კვებითი ჩვევები შეიძლება ასაკთან ერთად შეიცვალოს, ეს ვლილებები კი ჯობია რაღაც ჯანსაღით, თუმცა გემრიელით შეავსოთ“, – ამბობს დიეტოლოგი ლორენ მანეკერი Eat This, Not That-თან ინტერვიუში!

ქვემოთ მოცემულია 6 საკვები, რომელიც ხელს უწყობს დაბერების შენელებას და დიეტოლოგები გირჩევენ, 40 წლის შემდეგ ეს საკვები თქვენი დღიური რაციონის განუყრელი ნაწილი გახდეს.

“თავისუფალი რადიკალები თავს ესხმიან ორგანიზმის ჯანსაღ უჯრედებს და ითვლება, რომ დაზიანება ხელს უწყობს ანთებას და ოქსიდაციური სტრესის დაგროვებას. მას შეუძლია დააჩქაროს დაბერება უჯრედულ დონეზე და ხელი შეუწყოს დაავადებების გაჩენას, მათ შორის კიბოს და გულის დაავადებებს. ამიტომ ექიმები გვირჩევენ ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვების არჩევას ჯანსაღი უჯრედების დაზიანებისგან დასაცავად“, – ამბობს მანაკერი.

ფსტას სწორედ ასეთი თვისებები აქვს და ეს კორნელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამაც დაადასტურა.

„მხოლოდ ერთი მუჭა ფსტას ჭამა ხელს უწყობს უჯრედების დაბერების შენელებას და სასარგებლოა პრედიაბეტის მქონე ადამიანების ჯანმრთელობისთვის“, დასძენს მანაკერი. გარდა ამისა, ფსტა შეიცავს ლუტეინს, ანტიოქსიდანტ კაროტინოიდს, რომელიც კარგია თვალის ჯანმრთელობისთვის.

ორაგული
კიდევ ერთი შესანიშნავი პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს დაბერების პროცესის შენელებას. თუმცა სხვა სახის ცხიმიანი თევზიც იგივეს გააკეთებს.

„ორაგული, უპირველეს ყოვლისა, უცხიმო ცილის წყაროა. ეს მკვებავი ნივთიერება კუნთების მასის შესანარჩუნებისთვისაა კარგი, რაც მნიშვნელოვანია 40+ წლის ასაკში“, – ამბობს დიეტოლოგი ლიზა იანგი.

თევზი ასევე მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის და ტვინის ფუნქციონირებისთვის.

მოცვი
თუ გიყვართ მოცვი ან მოცვის წვენი, გაგიმართლათ, რადგან დადასტურებულია, რომ ეს კენკრა შესანიშნავად გინარჩუნებთ ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას.

ერთი პატარა ჭიქა მოცვის ყოველდღიური გამოყენება სამი თვის განმავლობაში ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს შეგივსებთ, შედეგად, ადამიანი აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრაციას, აძლიერებს ნერვულ სისტემას.

ეს კენკრა მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ებრძვის თავისუფალი რადიკალების ეფექტს, იცავს კანს დაბერებისგან.

პამიდორი
ზოგიერთი წითელი ხილი და ბოსტნეული, როგორიცაა პამიდორი, საზამთრო და ვარდისფერი გრეიპფრუტი, ანტიოქსიდანტ ლიკოპინს შეიცავს – ეს კიდევ ერთი დამხმარეა დაბერების პროცესის შებლებაში. ის იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან. თუმცა ეს ყველაფერი არაა. პამიდორის რეგულარული მოხმარება ქოლესტერინის დონეს ამცირებს, აჯანსაღებს გულსისხლძარღვთა სისტემას, ამცირებს ინსულტის გაჩენის რისკს და კაცებში წინამდებარე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკაცაა.

მარწყვი
კენკრა C ვიტამინისა და მცენარეული ნაერთების საბადოა, რომლებიც დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე.

„არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ მარწყვის ჭამას კვირაში სამჯერ და მეტჯერ, შეუძლია კოგნიტური დაბერება შეანელოს2,5 წლით“, – ამბობს მანაკერი.

გარდა ამისა, მარწყვს აქვს სხვა სასარგებლო თვისებებიც, როგორიცაა უჯრედების დაცვა თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან, ამცირებს გულის დაავადებების და კიბოს რისკს.

ისპანახი
ფოთლოვანი მწვანილი, როგორიცაა ისპანახი, მდიდარია ვიტამინებით E, ანტიოქსიდანტური ჯგუფის მთავარი წევრი და K, რომელიც მონაწილეობს ბევრ პროცესში, მათ შორის ცილების მოქმედების გააქტიურებაში და ორგანიზმის ოსტეოპოროზისგან დაცვაში.

“უნიკალური ქიმიური შემადგენლობის გამო, ისპანახი ხელს უწყობს ტვინის დაბერების შენელებას, ხოლო ვიტამინები A და C, რომლებიც უხვად არის ისპანახში, იცავს გულს”, – ამბობს დიეტოლოგი ლიზა იანგი.

წყარო: მშობლები

Cesko