ლორდი ჯეიმს უოლესი – ნიკა გვარამია, სააკაშვილის მსგავსად, აშკარად პოლიტიკური ნიშნით ჩასვეს ციხეში

0
265
25 Views

მინდა ვახსენო დამოუკიდებელი ტელევიზიის წარმომადგენელი ნიკა გვარამია, რომელიც სააკაშვილის მსგავსად აშკარად პოლიტიკური ნიშნით ჩასვეს ციხეში, – ამის შესახებ ლორდმა ჯეიმს უოლესმა დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში განაცხადა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დებატები გაიმართა.

 

ნიკა გვარამიაზე ლორდმა ზაქ გოლდსმითმაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ყურადღებით აკვირდებიან ნიკა გვარამიას დაკავებას და სასჯელს.

“ჩვენ აღვნიშნავთ შეშფოთებას, რომელიც გაჩნდა მის საქმესთან და ზოგადად, მედიის თავისუფლებებთან დაკავშირებით საქართველოში. გასული წლის 2 ნოემბერს, მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ საქართველოს ელჩს, რათა განეხილათ მისი აპელაციის შედეგი და ასევე აღნიშნეს ეს შეშფოთება. ჩვენი საელჩო თბილისში და ოფიციალური პირები ლონდონში გააგრძელებენ ამ საქმის თვალყურის მიდევნებას“, – აღნიშნა ლორდმა გოლდსმითმა.

Cesko