“დედამისი ერთ დღეში დაბერდა” – 6 წლის ბიჭუნას ტრაგედია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თუმცა 100-მა მაშველმა მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინა

0
689
28 Views

ცოტა ხნის წინ მთელი მსოფლიო შეძრა 5 წლის მაროკოელი ბიჭუნას ისტორიამ, რომელიც 32-მეტრიან ჭაში ჩავარდა. დიდი ძალისხმევის და მსოფლიო ყურადღების მიუხედავად, მაშველებმა მისი ამოყვანა ვერ შეძლეს. ბიჭუნა მიღებული ტრავმებისა და შიმშილისგან გარდაიცვალა. თითქმის იგივე ისტორია 1981 წელს იტალიაში, ქალაქ ვერმიჩინოშიც მოხდა.
6 წლის ალფრედო რამპლის სამაშველო ოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირიდაპირი ეთერით გადაიცემოდა. ბიჭუნა არტეზიული ჭისგან გაჩენილ 80-მეტრიან ნაპრალში ჩავარდა. მის ისტორიაში ბევრი რამ ბოლომდე გაუგებარი დარჩა. მაგალითად, მასწავლებელი, რომლის კუთვნილ მიწის ნაკვეთზეც ჭა მდებარეობდა, ირწმუნებოდა, რომ ის თავღია არ ყოფილა და კარგად იყო დაცული. მოწმეები საპირისპიროს ამტკიცებენ. ბოლომდე ვერც ის გაირკვა, რატომ ატეხეს ალფრედოს მშობლებმა განგაში ბიჭუნას გაუჩინარებიდან საკმაოდ დიდი დროის გასვლის შემდეგ. თუმცა მტერსაც არ უსურვებს ადამიანი იმის გადატანას, რაც მათ გადაიტანეს ივნისის 3 ცხელი დღის განმავლობაში.

mshoblebi

11 ივნისს ქალაქის სამაშველო სამსახურის უფროსმა უკვე იცოდა მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ. ის თავად მივიდა ჭასთან და საკუთარი ყურით მოისმინა, როგორ ეძახდა ალფრედო დასუსტებული ხმით დედას. სამაგიეროდ, ჭაში ჩანათება მხოლოდ ტელერეპორტიორების მძლავრო პროჟექტორებით მოხერხდა, რადგან სამაშველოს ასეთი ხელსაწყო არ აღმოჩნდა. ცხადი იყო, რომ ადგიბრივ ძალებს არც კომპეტენცია და არც სათანადო აღჭურვილობა არ ჰყოფნიდათ, რომ ამ მძიმე ინცინდეტს გამკლავებოდნენ. დამატებითმა ძალებმა, რომლებიც ქვეყნის სხვა რეგიონებიდან გამოიძახეს, უცნაური გადაწყვეტილება მიღეს. ჭაში ჩაუშვეს ხის დაფა, რომ ალფრედო მასზე აცოცებულიყო და ზემოთ ამოეყვანათ. ის ვერ გაითვალისწინეს, რომ დაშავებული და დასუსტებული ბავშვი, რომელიც გაჭედილი იყი ნაპრალში, ამას ვერ მოახერხებდა. ცოტა ხანში უარესი რამ მოხდა – დაფა24 მეტრის სიღრმეზე მოწყდა და თითქმის მთლიანად გაჭედა ჭის ისედაც ვიწრო ღიობი.

mshoblebi

ტელევიზიების წარმომადგენლება ჭაში მიკროფონი ჩაუშვეს. ამჯერად უკევ გარკვევით ისმოდა უმწეო ბავშვის ტირილი, საშველლად კი დედას ეძახდა. ”დედა, ამომიყვანე აქედა, ხელი და ფეხი მტკივა, დავიღალე” – ისმოდა მიკროფონში. დედა, ფრანკა რამპლი მწუხარებისგან გოდებდა, გული უკვდებოდა შვილის ხმის გაგონებაზე, თუმცა ვერაფერს შველოდა. თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ ქალი ერთ დღეში დაბერდა.
უბედური შემთხვევიდან უკვე რამდენიმე საათი იყო გასული, როცა ჭაში ახალგაზრდა სპალეოლოგი ჩაძვრა, თუმცა მხოლოდ გაჭედილ დაფამდე მიაღწია, უკან ამოსულმა კი მაშველებს ურჩია, გამოცდილი სპალეოლოგებისთვის მიემართათ. რატომღაც ახალგაზრდის რჩევა ყურად არავინ იღო.
სამაშველო სამსახურმა ახალი იდეა წამოაყენა – გვერდით ახალი შახტა გაებურღათ და ისე გამოეყვანათ ბიჭი. ამ საქმის შემსრულებელი ბრიგადის ხელმძღვანელმა ტულიო ბერნაბეიმ გამოთქვა ზრი, რომ ბურღვის ვიბრაცია უარეს საქმეს იზამდა – შეიძლებოდა ბიჭი უფრო ქვემოთ ჩავარდნილიყო. არც მას მოუსმინეს.
ადგილზე იტალიის მაშინდელი პრეზიდენტი, სანდრო პერტინი მივიდა და მიკროფონების წინ დაიმედებულმა განაცხადა, რომ ბიჭუნას გადარჩენის ოპერაცია სულ მალე წარმატებით დასრულდებოდა, რადგან ოპერაციაში 100-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა. საუბედუროდ, არც მას მოსვლია აზრად, რომ საქმეში საერთაშორისო დონის მაშველები და ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალები ჩაერთოთ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი შახტის ბურღვის ხმამ ბიჭი კიდევ უფრო შეაშინა და პანიკაში ჩააგდო. საბოლოოდ კი მბურღავის საშინელი ვარაუდი გამართლდა, ვიბრაციამ მიწის ჩაშლა გამოიწვია და ბიჭუნა კიდევ 29 მეტრით დაბლა ჩავარდა. მიკროფონში უკევ მისი აზრსმოკლებული სიტყვები და ბოდვა ისმოდა.

mshoblebi

ტულიო ბერნაბეიმ თავად გადაწყვიტა ჭაში ჩაშვებულიყო, თუმცა 40 მეტრ სიღრმეზე სუნთქვა ვეღარ შეძლო, ფიზიკურადაც ვეღარ ეტაოდა ნაპრალში. ბიჭუნას დასუსტებული ხმა კი მაინც ესმოდა. საბოლოოდ ალფრედომდე, ანუ 55 მეტრ სიღრმემდე ერთ-ერთმა მუშამ, ანჯელო ლიკერიმ ჩააღწია. ბავშვს შეეხო, სახეც გაუთავისუფლა ჭუჭყისგან, თუმცა ამოყვანა ვერ შეძლო. ბიჭუნა გაჭედილი იყო ნაპრალში და ანჯელოს ის ხელიდან უსხლტებოდა.
ამ შემთხვევის შემდეგ ანჯელოს ჯანმრთელობა სამუდამოდ შეირყა. ის თავით ქვემოთ 2 საათის განმავლობაში ეკიდა, რაც ადამიანის შესაძლებლობებთან შეუთავსებელია.
”წლების განმავლობაში მესიზმრებოდა კოშმარებში ალფერდო. კარგად მახსოვს, როგორ ახლოს ვიყავი ბიჭთან, მაგრამ ვერაფრით ამოვაძვრინე, სახეზე შევეხე, პირი მიწისგან გავუსუფთავე, თითებზეც შევეხე, მაგრამ ვერ შევძელი” – იხსენებდა ის.
მას შემდეგ კიდევ ერთი მოხალისე ჩაძვრა ჭაში, თუმცა მან განაცხადა, რომ ბიჭუნა უკვე აღარ სუნთქავდა.
”არ სუნთქავს, თავი უკან აქვს გადაგდებული” – თქვა მან. ბევრს სასწაულის იმედი ჰქონდა და არ სჯეროდა ალფრედოს სიკვდილი. სამაშველო ოპერაცია და მისი პირდაპირი ტრანსლირება დასრულდა. მას შემდეგ დიდხანს განიხილავდნენ ამ ამბავს, მსჯელობდნენ შეცდომებზე, გაშვებულ შანსებზ, თუმცა ყველა აღიარებდა, რომ იტალია უძლური აღმოჩნდა პატარა ბიჭუნას ტრაგედიის წინაშე. ალფრედოს სახელი იტალიაში არაერთ ქუჩას დაერქვა. დედამისმა ”ბავშვების სამოქალაქო თავდაცვის ცენტრი” ჩამოაყალიბა, რომელიც ალფრედოს სახელობისაა და დღემდე მუშაობს.

წყარო: mshoblebi.ge

Cesko