ბელარუსის „მაჩულიშის“ სამხედრო აეროდრომზე სავარაუდოდ თავდასხმა განხორციელდა – დეტალები

0
928
51 Views

აფეთქებები ბელარუსის სამხედრო აეროდრომ „მაჩულიში“, რომელთა შესახებაც ადგილობრივი მოსახლეობა ავრცელებდა ცნობებს, სავარაუდოდ, თავდასხმას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას მონიტორინგის ჯგუფი Беларускі Гаюн ავრცელებს.

არსებული ცნობით, სავარაუდო თავდასხმის სამიზნე რუსული სამხედრო თვითმფრინავი A-50 იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა „ბორტის დაზიანებას სიმაღლიდან დაუდგენელი საგნის ჩამოგდებით“.

რუსული А-50-ის დაზიანებას ადასტურებს ინიციატივა BYPOL. მათი ცნობით, თვითმფრინავის ბორტმა სერიოზული დაზიანება მიიღო.

„დაზიანებულია თვითმფრინავის წინა და ცენტრალური ნაწილები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბელარუსის მხრიდან მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გავრცელებულა.

Cesko