,, რატომ ბო&დებით და რატომ იმასხარავებთ საკუთარ თავს?” – ხათუნა ხოფერია

0
2212
20 Views

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:

,,რა უცნაურია ცხოვრება…
ფუთი მარილი, სხვის შეცდომებზე სწავლა, ფრანკლი, იუნგი და ნიცშე… ეეს ყველაფერი “ტუფტა” ყოფილა… ისე ბერდები, რომ რაღაცეებს ვერ ეწევი, ვერ სწავლობ, ვერ თვლი წინასწარ. უფრო სწორედ კი, ვერასოდეს დაუშვებ სხვაზე იმას, რისი გამკეთებელი თავად არ ხარ! ასე დაემართა ზურას… მიუხედავად საოცარი გამჭრიახობისა და უდიდესი გამოცდილებისა, ვერ დაუშვა, რომ მოკლავდნენ! დიახ, თავად ვერასოდეს მოკლავდა ადამიანს და იმიტომ!
ეს დღეებია სულ მეფიქრება გახარიაზე…
როგორი დითირამბებით ვამკობდი! “მეხამრიდიც” კი შევარქვი. მერე, როდესაც წავიდა, ოცნების ახალგაზრდებზე ვბრაზობდი, “ბოლს” როგორ ეძახდნენთქო… (ახლა, ეს რომ დავწერე, ჩემ თავზე გამეცინა… ბოლი კი არა და “ვოზდუხი” ყოფილა… დაგაზული…).
რატომ ვერ ეგუებიან ადამიანები სხვისი თამაშიდან გასვლას. “ზაპასნოი” სკამზე გამწესებას, უფრო მეტიც, თამაშიდან გაგდებას?!… რატომ ცდილობენ იმის გადარჩენას, რაც მათი არასოდეს ყოფილა, რაც იმან, ვის თამაშსაც თამოშობდა, დიახ, იმან შეუქმნა, შეუფუთა და მისცა. რატომ ეტენებიან უკვე სავსე “აბოიმაში”?… ხომ უნდა ხვდებოდნენ, რომ “აბოიმა” როცა სავსეა, ერთადერთი, რასაც გამოკრავ ხელს, ლულის “პირში მიგცემენ” და გა(გ)ისვრიან…
2004 წელს, ნაცების და ჩვენი პარტიის-“გაერთიანებული დემოკრატების” – სიაში 47-ე ვიყავი… სიის ჩაბარებამდე 3-4 საათით ადრე ამომიღეს… ზურამ დამირეკა და მითხრა ეს ამბავი… მეგონა სიცოცხლე დამთავრდა… მეგონა სამყარო ჩამომენგრა. პარლამენტში რომ მივედი და ზურას შევხედე, მივხვდი, რომ რაღაც სხვა ხდებოდა. ბევრად მეტი, ბევრად სახიფათო, ვიდრე ჩემი მესამედ გადეპუტატება და 4 წლით გარანტირებული სტატუსი იყო. ამას, ოდესმე მოვყვები, მაგრამ ახლა, ეს არ არის მთავარი… მთავარია ის, რომ მაშინაც ვიცოდი და ახლაც ასე მჯერა, – შენ თავს არ უნდა აუხტე და შენ თავს არ უნდა უღალატო!!! თუ ხარ ერთგული და ღირსეული, ბოლომდე ასეთად უნდა დარჩე! შენი სიმართლის და იმ ადამიანის უნდა გჯეროდეს, ვისთან ერთადაც სიკეთე გიკეთებია, მადლი მოგისხამს, თუნდაც, მაგარი პარტია გითამაშია გუნდურად! სტატუსის დედაც ვატირე! ფულისაც და კაბინეტისაც! სამყაროში არაფერი ქრება უკვალოდ. ყველაფერი კანონზომიერია… მთავარია, შენ არ დაანგრიო ეს კანონზომიერება.
რა მაგარი რამეა ნდობა და ერთგულება!
დამიჯერეთ, ვიცი და იმიტომაც ვამბობ!
რა გინდათ? სად ხტებით? ვის რას უმტკიცებთ? რატომ ბოზდებით და რატომ იმასხარავებთ საკუთარ თავს?
იცხოვრეთ რა, ეს დედამიქისტული!
უბრალოდ, იცხოვრეთ… საკუთარ თავთან მაინც არ გიტყდებათ?…
კი, გიტყდებათ!!… იმიტომაც დადიხართ დაბოღმილები, დასტრესილები, დადეპრესიულებულები… და ათასი რჯულის გაიძვერის და ვიგინდარის ხარჭები ხდებით……………..
რა დასანანია…”

Cesko