თუ ბევრს იკიკინებ, გამოგიქვეყნებ – გიორგი ვაშაძე პაპუაშვილს

0
3492
25 Views

“სტრატეგია აღმაშნებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც ამ წუთებში კოჟორში, იუნკერების გმირთა მემორიალტან იმყოფება, ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იტყუება და მას დოკუმენტურად შეუძლია დამტკიცება, რომ ეს უკრაინიდან ოფიცილური მოწვევა არსებობს.

“მოწვევა იყო ოფიციალური. თუ ბევრს იკიკინებს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, წერილის ასლსაც გამოვუქვეყნებ. იცით, რომ ჩემგან იყო ეს ინფორმაცია. ამიტომ დაანებონ თავი ამ სისულელეს, რომ წერილი არ იყო და ტელეფონით დაგვირეკესო, ეს არის ზღაპარი. სხვათაშორის “ტვ პირველის” ეთერში დაადასტურა კიდეც წერილის გამომგზავნა უკრაინის ხელმძღვანელმა. 100 წლის წინ ზუსტად ასე მოხდა, რომ ჯერ აიღეს უკრაინა, შემდეგ საქართველო. გადაგვარიცინა უკრიანამ და ასეთი მტრული დამოკიდებულება, აკტეგოიურად მიუღებელია. უკრაინელები არიან ჩვენი ძმები, ის ფრონტი არის საქართველოს ფრონტი და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. რაც შეეხება ბოლშევიკ ქოცებს, რომლებიც ახლა მოაწყდნენ ქვეყანას, ჩვენ მათ საკუთარ ადგილს მივუჩენთ”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კვლავ ამტკიცებდა, რომ “ქართულ ოცნებას” ოფიციალური მიწვევა არ მიუღია და უკრაინაში ამიტომ არ წავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა.

Cesko