ვწუხვარ, რაც აკია ბარბაქაძემ განაცხადა, ეს არ არის ჩვენთან შეთანხმებული პოზიცია – გიორგი ვაშაძე

0
673
26 Views

გიორგი ვაშაძის თქმით, აკია ბარბაქაძის მიერ დაანონსებული აქციები, მათთან და საინიციატივო ჯგუფთან არ არის შეთანხმებული. ამის შესახებ მან 24 თებერვალს, ტვ პირველის გადაცემა “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა, როდესაც უპასუხა ინგა გრიგოლიას კითხვას, თუ რა გეგმა აქვთ მათ სამომავლოდ.

“პირდაპირი ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, რაც განაცხადა სცენიდან აკია ბარბაქაძემ, ეს არ არის ჩვენი საინიციატივო ჯგუფის საერთო შეთანხმებული პოზიცია. ვწუხვარ, არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ეს მას დაუსვით კითხვა, ჩვენ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული ვართ”– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Cesko