პაატა ბურჭულაძემ თავისი გეგმები გამოააშკარავა – „უნდა ჩავიგდოთ ძალაუფლება ხელში და…“

0
708
21 Views

ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, სახელწოდებით – „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი გამოთქვა.

როგორც ბურჭულაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, ძალაუფლება უნდა ჩაიგდოს ხელში, ვინაიდან ხალხმა შეძლოს პრეზიდენტის და მთავრობის არჩევა.

„ჩვენი მთავრობა გასაშვები კი არა, გასაყრელები არიან. მათ ძალიან ბევრი ავნეს უკვე ამ 10 წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანას და ხალხის ხელში უნდა გადავიდეს ძალაუფლება. ისინი არ არიან არჩეულები: არც პრეზიდენტი გვყავს არჩეული, არც მთავრობა – ყველა გვყავს დანიშნული. ამიტომაც, უნდა ჩავიგდოთ ძალაუფლება ხელში, იმიტომ რომ ხალხმა აირჩიოს თავისით“, – განაცხადა ბურჭულაძემ

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე.

Cesko