“შუა რიკოთზე გაყინულები ვდგავართ: ყურადღება და  პასუხისმგებლობა- 0, ხალხი ჩვენივე ძალებით ვცდილობთ თავი გადავირჩინოთ…დავრეკე შსს-ში…”- რას წერს მოქალაქე

0
2703
114 Views

ფეისბუქ-გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს მოქალაქის გზავნილს და წერს:

რიკოთზე ხალხი კვლავ საცობშია❗️
სასწრაფოდ ჭირდებათ წყალი და თბილი სასმელი, ასევე საჭმელიც ❗️
მიაქციეთ ამ ხალხს ყურადღება ❗️
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს მთავრობა

მარიამ ჩაფიძე:

4-ის ნახევარზე წამოვედით ტყიბულიდან, 6ის ნახევარზე უკვე ამ მეწყერს შევეჩეხეთ, ზუსტად 15 წუთში ჩავდექით საცობში და ახლაც, დილის 2 საათზე ისევ რეკოთის შესასვლელში ვართ, უფრო სწორად შესასვლელამდე 4 კილომეტრი გვაკლია. ყურადღება – 0, ხალხი ჩვენივე ძალებით ვცდილობთ თავი გადავირჩინოთ, პასუხისმგებლობა – 0, კითხვებზე პასუხი არ არსებობს. ჩემი პროფესია გამოვიყენე, დავრეკე შსს-სთან, გზა გახსნილია და უკვე გახვალთ მალეო, ეს მითხრა საღამოს 8 საათზე, მე კიდევ ისევ იმ ადგილზე უკვე 6 საათის შემდეგ ვდგავარ 🙂 ვის მოეთხოვება ამაზე პასუხი? ვინაა პასუხისმგებელი ხეები რომ გვეცემა თავზე? შუა რიკოთზე გაყინულები რომ ვდგავართ? ერთი მხრიდან ზვავიაო და ამ მეწყერს უთითებენ (ეს ის კლდეა ჯერ მარტო 2020ში რომ უნდა დასრულებულიყო), მეორე მხრიდან ტრაილერები შეეჯახნენ ერთმანეთსო, ისევ გამოვიყენე ჩემი პრივილეგია და გაიხსნა გზა, მალე გახვალთო მივიღე პასუხად. გავიდა 1 საათი და პოლიცია მეუბნება თუ დასარჩენი გაქვთ გაბრუნდითო (საააააად) , პასუხი ისევ არ არსებობს, არც იმის პასუხი არსებობს როდის გავაღწევთ ამ კოშმარიდან 🙂 გილოცავთ, რავიცი, წყალი დალიეთ, გულზე არ დაგადგეთ ჩვენი ლოცვა – კურთხევა 💜

 

Cesko