ბრიტანელ წყვილს – 55 წლის ვინს კლარკს და მის 37 წლის მეუღლეს დომინიკა კლარკს 7 შვილი ჰყავდათ – უფროსი 12 წლის, უმცროსი – 10 თვის, და კიდევ ერთის გაჩენა დაგეგმეს. ქალი მალე დაორსულდა და მორიგ ექოსკოპიაზე შეიტყო, რომ 5 ტყუპს ელოდა.
მისი მეუღლე ამბობს, რომ ამ ორსულობას ისინი საგანგებოდ გეგმავდნენ – წვენებისა და დაბალკალორიული საკვებისგან შემდგარ დიეტას იცავდნენ. მიაჩნია, რომ ამან მოახდინა გავლენა ემბრიონების რაოდენობაზე. ექიმები კი ამბობენ, რომ 5 ტყუპზე დაორსულების შანსი 52 მილიონში ერთია.
“ჩვენ ლატარიის მოგების მეტი შანსი გვქონდა, ვიდრე ამ გუნდის გაჩენის. მე, როგორც მათემატიკოსს, მომწონს ეს სტატისტიკა”, – ამბობს დომინიკა.
ქალი ორსულობის ბოლო ათი კვირა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, საავადმყოფოში იწვა და საკეისრო კვეთით გააჩინა ბავშვები, 29-ე კვირაზე. სამი გოგონა და ორი ვაჟი გაჩნდა, თუმცა მათ ჯერჯერობით ექიმების დახმარება სჭირდებათ და კლინიკაში რჩებიან.
წყარო: mshoblebi.ge