“ქართული ოცნების” ლიდერს მუსლიმები შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ და ბოდიშის მოხდას სთხოვენ.
მუსლიმთა სამმართველოს მუფტის ყოფილი მოადგილე თემურ გიორგაძე აცხადებს:
“ვიტყოდი ალბათ სიბრიყვეა და უვიცობაა თქო, მაგრამ არ არის ეგ უვიცობა. “ოცნებას” სჩვევია ხოლმე, რომ რაღაცებს ვითომ უვიცობაში გაატარებს. ზუსტად ვიცი, რომ არა როგორც სიტყვიერი შეწურაცხყოფა ამით არ დასრულდება მუსლიმების მიმართ. კანონს როდესაც აამოქმედებენ, პრაქტიკაშიც ძალიან დიდ ზიანს მოუტნს ეგ მუსლიმებს. მე მიმუშავია მუსლიმთა სამმართველოში და მინახავს შიგნითაც როგორ აქვთ ხოლმე ერთმანეთის მიმართ მიდგომები. არასოდეს დამავიწყდება, მახსოვს, საბჭოთა გადმონაშთი, გია ვოლსკი, როდესაც ერთ შეხვედრაზე მოვიდა, სხვა ყველა რელიგიის და აღმსარებლობის ადამიანებს ჩაგვიარა, არც სალამი, არც გამარჯობა, არაფერი არავისთვის არ უთქვამს, მივიდა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს, კაბაზე ემთხვია”
მალხაზ მაჩალიკაშვილი:
წინააღმდეგი ვიქნები, რომ ქრისტიანებზეც იძახდნენ ასეთ უმსგავსობას. ჩემთვის რელიგია, რელიგიაა. ეს არის შურის და ზიზღის გაღვივება, ეს არის რაღაც უბედურება, ეს დაუშვებელია. ასეთი ადამიანები მთავრობაში არ უნდა იყვნენ. ეს ნაგავი მართლა არ უნდა იყოს მთავრობაში. მე ასობით ადამიანი დამიკავშირდა, რომლებიც საღად აზროვნებენ და ამ ქვეყნის პატრიოტები არიან. ისინი ამბობენ, რომ ასეთ განცხადებას მას ვერ გაუტარებენ და ბოდიშს ითხოვენ. მან ბოდიში უნდა მოიხადოს საქართველოში საუკუნეების განმავლობაში მაცხოვრებელი მუსლიმი ხალხის წინაშე. თუ არ მოიხდის, ჩვენ შევძლებთ მას მოვახდევინოთ ბოდიში.
ცნობისთვის, მდინარაძემ მუსლიმები საეჭვო დაფინანსების მიღებაში დაადანაშუალა და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელბი ლამის ქვეყნისთვის საშიშებად გამოაცხადა.