რისთვის არის სასარგებლო თაფლიანი წყალი და როგორ უნდა მოამზადოთ სწორად

0
1307
23 Views

თაფლიანი წყალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ორგანიზმის საერთო გაჯანსაღების პროგრამაში. მისი რეგულარული მიღება 2 კვირის განმავლობაში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოდევნის ტოქსინებს, წმენდს ნაწლავებს.

ამ სამკურნალო სასმელის მომზადება ძალიან ადვილია – უბრალოდ გახსენით 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი 1 ჭიქა წყალში და დადგით 5 წუთით მაინც, შემდეგ კი მიიღეთ. ზოგჯერ მასში სხვა სასარგებლო ინგრედიენტებსაც ურევენ, მაგალითად პროპოლისს, ლიმონის წვენს, მუმიოს, და ა.შ.

თაფლიანი წყლის მიღება რეკომენდირებულია დილით გაღვიძებისთანავე, უზმოზე და საღამოს ძილის წინ. წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, მაგრამ არა გადადუღებული.

როგორ მოქმედებს თაფლიანი წყალი ორგანიზმზე?

• აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ხსნის სტრესს.
• აღადგენს ადამიანის ენერგეტიკულ ველს.
• რეგულარული მოხმარებისას უარყოფითად მოქმედებს ნაწლავურ პარაზიტებზე.
• ასეთ წყალს აქვს ანტივირუსული, ანტიბაქტერიული მოქმედება, დამღუპველად მოქმედებს სხვადასხვა სოკოებზე.
• არეგულირებს მსხვილი ნაწლავის მუშაობას.
• სასარგებლოა ქრონიკული ბრონქიტისა და სურდოს დროს.
• ხდება უჯრედების განახლება და აღდგენა
• დადებითად მოქმედებს კანზე. კვებავს რა ორგანიზმს ვიტამინებით, კანი ხდება ნაზი და ხავერდოვანი.
• ძილის წინ მიღებული თაფლიანი წყალი დაგავიწყებთ უძილობას და დილაობით თავის ტკივილს.

წყარო: gemrielia.ge

Cesko