98 წლის ჯიმი კარტერმა მკურნალობაზე უარი თქვა და ჰოსპისურ ზრუნვას სახლში მიიღებს

0
290
34 Views

აშშ-ის 39-ე პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა, რომელიც ახლა 98 წლისაა, მკურნალობაზე უარი თქვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტს სურს დარჩენილი დრო საკუთარ სახლში, პეინსში გაატაროს, სადაც „ჰოსპისურ ზრუნვას“ მიიღებს, დამატებითი სამედიცინო ჩარევის ნაცვლად. კარტერის ოჯახმა განაცხადა, რომ მის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

არ არის დაზუსტებული რას უკავშირდება კარტერის გადაწყვეტილება. არსებული ინფორმაციით, მანამდე კარტერს მელანომა დაუდგინდა, რის შემდეგაც მეტასტაზები ღვიძლსა და ტვინზე გავრცელდა. 2015 წელს, მკურნალობის შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სიმსივნე დაამარცხა. მომდევნო წლებში ის რამდენჯერმე მოხვდა კლინიკაში დაცემის შედეგად მიღებული ტრავმების გამო.

ჯიმი კარტერი აშშ-ს პრეზიდენტი 1977-1981 წლებში იყო. 2002 წელს მან ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში.

Cesko