როგორ უნდა ასწავლოთ ბავშვს თავის დაცვა, რომ გაუადვილდეს თანატოლებთან ურთიერთობა – 10 წესი, რომ არ დაიჩაგროს

0
992
21 Views

თქვენს შვილს რომ გაუადვილდეს თანატოლებთან ურთიერთობა, უნდა ასწავლოთ 10 წესი, რის შემდეგაც შეძლებს საკუთარი თავის დაცვას ბევრი მშობლისთვის ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც ბავშვი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე მორალური წნეხის მსხვერპლი თანატოლების მხრიდან, რაზეც მას არ შეუძლია (სხვადასხვა მიზეზის გამო) სწორი რეაგირება. თქვენს შვილს რომ გაუადვილდეს თანატოლებთან ურთიერთობა, უნდა ასწავლოთ 10 წესი, რის შემდეგაც შეძლებს საკუთარი თავის დაცვას. მშობლებმა უნდა უთხრან ბავშვს:

1. არავის მისცე უფლება, დაარღვიოს შენი “საზღვრები და უფლებები”.

არავის მისცე უფლება გამოიყენოს შენზე ძალა. თუ შეგიქმნეს არაკომფორტული სიტუაცია, მოიკრიბე ძალა და შეეცადე დაიცვა თავი სიტყვით ან მოქმედებით. არ დაგავიწყდეს, რომ შენც პატივისცემით უნდა მოეკიდო სხვა ადამიანის უფლებებს.

2. შეინარჩუნე თავდაჯერებულობა საკუთარ ფიქრებსა და მოქმედებაში

აუცილებელია მშობელმა შეაქოს და თანაუგრძნოს თავის შვილს. კრიტიკულად მიუდექით საკუთარ შეცდომებს. ისწავლეთ შვილის მიღწევების დაფასება, ამით ხელს შეუწყობთ მის განვითარებას და გაუღვივებთ საკუთარი თავის რწმენას. რაც უფრო თავდაჯერებულია ბავშვი, მით უფრო ძნელია მისი დაჩაგვრა.

3. საჭიროა გჯეროდეთ

ასწავლეთ ბავშვებს ადამიანში დადებითი მხარეების დანახვა, არ “ჩაციკლოთ” ნეგატიურ სიტუაციებზე. ოპტიმისტი ადამიანი ადვილად აღიქვამს სამყაროს. იგი თავისკენ იზიდავს პოზიტივით და სიკეთით სავსე პიროვნებებს.

4. შენ გაქვს სრული უფლება საკუთარი აზრის გამოსახატად

მშობლები უნდა ეცადონ, რომ ბავშვი შეახვედრონ სხვადასხვა ტიპის ადამიანებს, მოასმენინოს მათი აზრი და უფლება მისცენ გამოთქვან საკუთარი მოსაზრება, ჩაერთონ პოლემიკაში და დააფიქსირონ თავისი აზრი. საკუთარი აზრის გამოთქმა, სხვადასხვა მიზეზით ადამიანებთან ურთიერთობა – დაეხმარება ბავშვს უფრო მეტად იყოს დარწმუნებული საკუთარ თავში.

5. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ჩხუბი არის ყველაზე ცუდი ვარიანტი პრობლემის მოგვარებისა

საუკეთესო გარიგება მიიღწევა მხოლოდ სიტყვიერი კომუნიკაციით. ეს სახლშიც უნდა გააცნობიეროს და ხედავდეს მშობლების მაგალითზე, რომ საუბრით, გონივრულობით წყდება პრობლემები და არა ყვირილითა და ცემა-ტყეპით.

6. არავითარ შემთხვევაში არ აუბათ მხარი მათ, ვინც სხვას ამცირებს სიტყვით (ზედმეტსახელებით) ან საქციელით

მშობელმა უნდა განუმარტოს ბავშვს, რომ ყველას აქვს თავისი სახელი, რომელიც თითოეულისთვის ფასეულია. გამოგონილ სახელებსა და ზედმეტსახელების მიმართ კი ნეგატიური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ. ბავშვის თანდასწრებით ეცადეთ, არ დასცინოთ თუნდაც უცხო ადამიანს.

7. ნუ შეგეშინდებათ “არა”-ს თქმა

მშობელმა ყოველთვის უნდა მისცეს ბავშვს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მას ყოველთვის უნდა შეეძლოს “არა”-ს თქმა.

8. ითხოვე დახმარება – თუ ეს გჭირდება

მშობელმა უნდა ასწავლოს ბავშვს, რომ მან აუცილებლად მიმართოს მას ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში და არ ეშინოდეს მშობლის რეაქციის. რაც უფრო გახსნილი იქნება ბავშვი თქვენთან, მით უფრო ადვილად აიცილებთ, პრობლემებს.

9. დაკავდი სპორტით

ვარჯიში, სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა ხელს უწყობს თვითშეფასების ამაღლებას. სპორტი დაეხმარება მას გამძლეობასა და მოთმინების ჩამოყალიბებაში.

 

10. არასოდეს გამოიწვიო სხვა საჩხუბრად, რათა თვითონ გაიქცე და დახმარება ითხოვო უფროსებისგან

ფსიქოლოგების აზრით, სუსტი ბავშვები იშვიათად აწყენინებენ სხვას. აგრესია ძირითადად მოდის ისეთი ბავშვებისგან, რომლებსაც უყვართ სხვების “გაბრაზება”. ასეთ ბავშვს უნდა დაეხმაროს მშობელი, ასწავლოს, თუ როგორ იყოს კეთილგანწყობილი სხვების მიმართ.

წყარო: mshoblebi.ge

Cesko