მეუფე ნიკოლოზს უთქვამს – სააკაშვილი ვაზიარე, მომაკვდავია, სასწრაფოდ გადასაყვანია საზღვარგარეთო…
მეუფეო, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, პაციენტ სააკაშვილს რომ აზიარებთ, მან თუ იცის საერთოდ ზიარების მნიშვნელობა?!
მეორეც – პაციენტ სააკაშვილს თუ გამოუხატავს მისხალი სინანული იმ აურაცხელი დანაშაულის გამო, რომლებიც ჩაიდინა ჩვენი ერის წინააღმდეგ?!
მესამეც – და თუ აქვს სინანული რატომ ვერავინ ვერ გრძნობს ამას და საჯაროდ არასდროს, არანაირად, იოტისოდენა ბოდიში რატომ არ მოუხდია ხალხის წინაშე იმ ყველაფრის გამო, რაც მის სინდისზეა?!
პავლე მოციქული ბრძანებს – უღირსი ზიარების გამოა უცაბედი სიკვდილი და ის, რომ თქვენ შორის სნეულებით წვანან მრავალნიო.
ხოდა სააკაშვილს, ჯვარი ეწეროს, მართლა რამე თუ მოუვა, მეუფეო, ეს პირველ რიგში, არა სხვა რამის, არამედ უსინანულობისა და უღირსი ზიარების გამო მოუვა, არ დაგავიწყდეთ.
ხათუნა საგინაშვილი, ჟურნალისტი; სოციალური ქსელი;