23 Views
დღეს, 19 თებერვალს, გამთენიისას საქართველოში სამი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული.
პირველი მიწისძვრა დაფიქსირდა 05:18:17 საათზე ქალაქ ოზურგეთიდან სამხრეთით – 2კმ-ში, სოფელი კვაჭალათთან. მისი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.
მეორედ მიწისძვრა 06:27:18 საათზე მოხდა. 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ქალაქი ოზურგეთი – აღმოსავლეთი – 14კმ. კურორტი გომისმთა – 4კმ.
07:00:54 საათზე კი მესამე მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემაც 3.1 მაგნიტუდა შეადგინა და მისი ეპიცენტრი იყო დაბა ჩოხატაური – დასავლეთი – 6კმ. სოფელი ბუკნარი.
წყარო: “მთავარი არხი”