“უცებ მძღოლმა წამოიყვირა, მეტყვი ახლა სად წავიდეთ თუ დაგლეწო?“ – რა შეემთხვა თბილისის ტაქსში “ინტელექტუალთა კლუბის”მონაწილეს

February 9, 13:10
0
1525

“ინტელექტუალთა კლუბის” მონაწილე კახა მაჩიტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ტაქსიში ჩავჯექი. ვდგავართ. გავიდა 10 წამი, ვდგავართ.

თან მძღოლს ვათვალიერებ, იმხელაა მარჯვენა დუნდული სიჩქარეების გადამრთველ კოლოფზე უდევს.

გავიდა კიდევ 20 წამი, ისევ ვდგავართ. ჩავახველე, ვდგავართ. და ამ დროს მესმის:
– მეტყვი ახლა სად წავიდე თუ დაგლეწო?
მარჯვენა ხელი კარისკენ გავაპარე და ჩუმად შევაღე.
– შენ არ გეუბნები ძმიშვილო, აპლიკაციამ გამიჭედა.
ის შეღებული კარი ჩუმადვე მოვხურე და ჭერზე ხელმოსაკიდს ჩავეჭიდე ცეკას მდივანივით. არა ბიჯო, ამას დავაჩაგრიებ თავს.”

Cesko