“სწორედ მისი დამსახურებაა იმ კაცის შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში, რომელიც კატასტროფისკენ მიგვაქანებს, რასაც ევროპისგან დისტანცირება და რუსულ სამყაროსთან ჩახუტება ჰქვია”

0
3306
20 Views

„გახარია არ ყოფილა ფორმალური პრემიერი, მას პარტიაზე საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა“, – ამის შესახებ „პალიტრას“ ეთერში თავდაცვის ექსმინისტრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

ხიდაშელის თქმით, გახარიას დღევანდელი განცხადება მისასალმებელია.

„გახარია გახდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, ის იყო გუნდის ლიდერი. მართლა იყო გუნდის ლიდერი. გახარია არ ყოფილა ფორმალური პრემიერი. ის იყო თავისთავად პოლიტიკური ფიგურა და მას საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა პარტიაზე.

სამწუხაროდ, სწორედ მისი დამსახურებაა იმ კაცის შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში, რომელიც სწორედ იმ ნაბიჯებს დგამს და იმ კატასტროფისკენ მიგვაქანებს, რასაც ევროპისგან დისტანცირება და რუსულ სამყაროსთან ჩახუტება ჰქვია“, – აღნიშნავს თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომიდან ორ წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის და „ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას თავადაც შეუწყო ხელი. გახარია ამბობს, რომ ეს მისი შეცდომაა, თუმცა, მისივე თქმით, დღეს არ არის თავის მართლების და წუწუნის დრო.

VIDEO: „ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე“ – ორი წლის შემდეგ გახარია პირველად ასახელებს გადადგომის მიზეზს

 

Cesko