“თურქეთში დანგრეული შენობების ფუნდამენტებში გათვალვის საწინააღმდეგო ამულეტები აღმოაჩინეს, რომლის გამო მთლიანობა დაირღვა და შენობები ჩამოიშალა” – რა ინფორმაცია ვრცელდება?

0
440
52 Views

სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობის საძირკველში ჩადებული რელიგიური ხასიათის ნივთია აღბეჭდილი.

“თურქეთში დანგრეული შენობების ფუნდამენტებში გათვალვის საწინააღმდეგო ამულეტები და ლოცვები აღმოაჩინეს, რომლის წყალობითაც მიწისძვრის დროს ფუნდამენტის მთლიანობა დაირღვა და შენობები მარტივად ჩამოიშალა.

ამის პარალელურად, ქალაქ ერზინში, რომელიც ერთ-ერთ ეპიცენტრს წარმოადგენდა, ერთი შენობაც არ ჩამოინგრა, რადგან ქალაქის მერი მკაცრად აკონტროლებდა სამშენებლო ნორმების დაცვის სტანდარტებს”, – წერს ბაიმაროვა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრებს 36 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ათასობით შენობა-ნაგებობაც დაანგრია.

  • წყარო :
Cesko