“ტკივილს ვეღარ ვუძლებ, ველოდები როდის გადამიღებენ რენდგენს და…” – რა დაემართა ნიკა ქავთარაძეს?

0
1229
22 Views

იუმორისტი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტსა ქვეყნებს.
“რამდენიმე წლის წინ, იანვრის თვე იყო, საბურთალოზე, ერთერთი კორპუსის ეზოში, მანქანამ გადამიარა ფეხის ტერფზე და ნეკა თითის ქვემოთა ძვალი მომტეხა.
ტკივილს ვერ ვუძლებ, ვერანაირ ტკივილს.

ხოდა, ვარ რესპუბლიკურის მიმღებში, ველოდები , როდის გადამიღებენ რენდგენს და როდის დამადებენ თაბაშირს.
და თან ცრემლებს ვერ ვიკავებ ტკივილის გამო.
მინდა, რომ ავუხსნა მედიკოსებს, რომ ვეღარ ვითმენ და მომხედონ.
ზუსტად ამ დროს ატყდა ჩოჩქოლი და აჟიოტაჟი.
ხოდა, გავიგე, რომ შემოიყვანეს ტიპი, რომელიც დაგლიჯა ლომმა.
ხოდა, მივხვდი, რომ ჩემი ნეკა თითის პრობლემა არავისთვის აღარ იყო მნიშვნელოვანი.
ამის მერე სულ ვკომპლექსდები, როცა ჩემს პრობლემაზე ვსაუბრობ, რადგან სხვას უფრო დიდი პრობლემა შეიძლება ქონდეს.
მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ასე მოქცევა არაა კარგი. თქვენს ბედნიერებას შეიძლება ჰარმონიულობისთვის ძალიან პატარა რაღარ აკლდებოდეს და ამიტომაც ვერ იყოთ ბედნიერი- სხვას სხვა საზომი ჰქონდეს.
უბრალოდ, შეარჩიეთ ადგილი და წრე, სადაც თქვენი ესმით და არ დაგცინებენ, თუნდაც ძალიან პატარა რაღაც გაწუხებდეთ“ , – წერს ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში.

Cesko